აქტივობა 10. პიროვნება

WordSection1">

შედეგი

  • მოქ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პროფესიონალიზმის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებისათვის.
  • მოქ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა.
  • მოქ.X.4. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

რესურსები

ფერადი ფურცლები და ფერადი ფანქრები

 

აქტივობის აღწერა:

დაურიგეთ კლასის თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული ფერის ორი (მაგალითად, წითელი და მწვანე) ფურცელი. სთხოვეთ მოსწავლეებს წითელ ფურცელზე დაწერონ საკუთარი ვინაობა, მწვანეზე კი − რა იციან და რა შეუძლიათ.

წითელი ფურცელი მწვანე ფურცელი

მე ვარ მე შემიძლია/ვიცი

მოსწავლე ხატვა

 

დავალების შესრულებისთვის მოსწავლეებს 5-7 წუთი ეძლევათ. აუხსენით მათ, რომ აუცილებელი არ არის ჩამონათვალი ძალიან ვრცელი იყოს.

აქტივობის შემდეგ ფაზაში სთხოვეთ მოსწავლეებს, დააჯგუფონ მწვანე ფურცელზე მიღებული ჩამონათვალი იერარქიულად, იმის მიხედვით, რომელი მათგანი თამაშობს უფრო მნიშვნელოვან როლს მათი იდენტობის ფორმირებაში.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ მოსწავლეებს პიროვნების ფორმირებისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე ესაუბროთ.