ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა

აქტივობის აღწერა

1) მოსწავლემ უნდა უპასუხოს კითხვაზე, ტოლია თუ არა სურათზე მოცემული ფიგურები:

 კუბი და პარალელეპიპედი         მართკუთხედები

 

2) მოსწავლემ წიგნებისა და რვეულების ზომების, ან ფანქრების სიგრძეთა შედარების საფუძველზე ტოლი საგნები ერთად უნდა დაალაგოს.

3) მოსწავლეები მტკავლით, ციდით, კალმისტრით ზომავენ მერხის ან დაფის სიგრძეს და, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ შედეგებს იღებენ. მათ უნდა ისაუბრონ განსხვავების მიზეზებზე, რომ სიგრძის უნიფიცირებული საზომი ერთეულის აუცილებლობაში დარწმუნდნენ. (თუმცა, ასეთი ერთეულითაც ერთი და იმავე სიგრძის რამდენჯერმე გაზომვაც სხვადასხვა შედეგს იძლევა, რადგან შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ გადაზომავთ ამ ერთეულს. მაგალითისათვის: წრეწირზე ფარგლით რადიუსის ექვსჯერ გადაზომვით იშვიათად მოხვდებით საწყის წერტილში).