აქტივობა 10. გავლილი თემის ამსახველი ილუსტრაციების ქრონოლოგიურად დაჯგუფება

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია, წიგნიერება

 

რესურსები:

ეპოქის ამსახველი ილუსტრაციები და ფოტოები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

თუ გსურთ, გამოკითხვის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, შეგიძლიათ შექმნათ წინა გაკვეთილზე/გაკვეთილებზე ახსნილი მასალის ილუსტრაციები, დაურიგოთ ისინი მოსწავლეებს და სთხოვოთ მათი ქრონოლოგიურად დაჯგუფება. შედეგები განიხილეთ საჯაროდ.

ნიმუშის სახით გთავაზობთ: როდესაც გაივლით თემას ფრანგული რევოლუცია და ნაპოლეონის ეპოქა”, კლასში შეიტანეთ დასათაურებული სურათები (იხ. ქვემოთ). თვალსაჩინოების მეშვეობით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გავლილი მასალის საფუძველზე აღადგინონ მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და შედეგები განიხილონ საჯაროდ. სთხოვეთ მათ ახსნან, რატომ ალაგებენ სურათებს მსგავსი თანმიმდევრობით. საბოლოოდ სთხოვეთ მოწაფეებს, გამოვიდნენ და თანმიმდევრულად მიაკრან დაფაზე ილუსტრაციები.

შედეგი უნდა იყოს შემდეგნაირი:

1. საფრანგეთის მონარქი ლუი მე-16 → 2. ეროვნული კრება → 3. ბასტილიის აღება; → 4. ”დიდი ტერორი” → 5. ნაპოლეონი ამარცხებს როიალისტებს, 1795 წ. → 6. ნაპოლეონ ბონაპარტი – იმპერატორი → 7. აუსტერლიცის ბრძოლა → 8. ბოროდინოს ბრძოლა → 9. ვატერლოოს ბრძოლა.

 

(ფოტოები მოპოვებულია ინტერნეტიდან)

მსგავსი სურათების კოლაჟი შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე მოამზადოთ.

 

მეფე ლუი XVIნაპოლეონ ბონაპარტი-იმპერატორი

 

                                         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

               

                    მეფე ლუი XVI                                                                                                 ნაპოლეონ ბონაპარტი - იმპერატორი


ეროვნული კრება

ეროვნული კრება

აუსტერლიცის ბრძოლა

აუსტერლიცის ბრძოლა

ბასტილიის აღება

ბასტილიის აღება

ბოროდინოს ბრძოლა

ბოროდინოს ბრძოლა

“დიდი ტერორი’’

“დიდი ტერორი’’

ნაპოლეონი ამარცხებს როიალისტებს, 1795 წ.

ნაპოლეონი ამარცხებს როიალისტებს, 1795 წ.

ვატერლოოს ბრძოლა

ვატერლოოს ბრძოლა