აქტივობა 1. სხვადასხვა ტიპის მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაასახელონ მათთვის ცნობილი ქართული ხალხური ცეკვები. პასუხები იწერება დაფაზე. შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ ცეკვები მხარეების მიხედვით. სასურველია, რომ ისინი დაჯგუფდნენ მთისა და ბარის მიხედვით.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ცეკვა უკვე სავალდებულო საგანია, მათ იციან ცეკვის ილეთები. მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ, ბუნებრივი პირობები ახდენს თუ არა გავლენას ცეკვის სახეობების ჩამოყალიბებაზე? მათ უნდა დაასაბუთონ პასუხები. ბავშვები თავად უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება განაპირობებს ცეკვისა მრავალფეროვნებას.

მასწავლებელი განმარტავს, რომ გარდა რელიეფური და კუთხური დაყოფისა, ფოლკლორი ჟანრობრივადაც ჯგუფდება: სატრფიალო, პატრიოტული და სხვა. მასწავლებელს შეუძლია მოუთხროს იმ არქეოლოგიურ მასალაზე, რომელიც წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეს საქართველოს უძველეს სიმღერებსა და ცეკვებზე (www.polyphony.ge).


რესურსები

სახელმძღვანელო; წყაროების სახით შეიძლება მივაწოდოთ მარტივი ტექსტები ქართულ ფოლკლორზე. (ტექსტური მასალა მასწავლებლებისათვის და წყაროები მოსწავლეებისათვის).

 

კავშირი სხვა საგნებთან

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • მუსიკა;
  • ცეკვა;
  • სიმღერა.