აქტივობა 1. რუკაზე მუშაობა

შედეგი

გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება

 

ინდიკატორები

  • სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მსოფლიო მოსახლეობის დინამიკის შესახებ და ხსნის ცვლილების მიზეზებს;
  • განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა, სიკვდილიანობა, ბუნებრივი მატება), სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას და მსოფლიოში გავრცელებულ აღწარმოების ტიპებს; კითხულობს შესაბამის გრაფიკებს და დიაგრამებს;
  • მსჯელობს სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ (მდინარის ხეობების გასწვრივ, ზღვის ნაპირებზე, უდაბნოებში, მთებში, ინდუსტრიულ და აგრარულ რეგიონებში);
  • თავის დასახლებულ პუნქტს ადარებს სხვადასხვა დასახლებული პუნქტის ფოტოსურათებსა და გეგმას;
  • შესაბამისი თემატური რუკის გამოყენებით აანალიზებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში; გამოყოფს ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე მეჩხრად დასახლებულ რეგიონებს და ცხრილში აჯგუფებს მათ.

 

შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებაში

 

რესურსები

  • გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) _ მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  • მსოფლიოს პოლიტიკური, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის რუკები, წყარო.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. რა არის დემოგრაფია?
  2. რა არის მოსახლეობის დინამიკა?
  3. რა არის ბუნებრივი მოძრაობა?
  4. რა არის მექანიკური მოძრაბა?

ამ კითხვებზე პასუხებს მოსწავლეები პოულობენ გეოგრაფიულ ლექსიკონში.

შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და ნაწილდება დავალებები:

პირველმა ჯგუფმა მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით უნდა დაადგინოს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10 ლიდერი და 10 აუტსაიდერი ქვეყანა.

 

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა

 

მეორე ჯგუფმა მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით უნდა დაადგინოს დეადმიწაზე ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყნები და რეგიონები.

 

22.png" alt="მსოფლიო მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა" width="550" />