1. საკუთარი და/ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას განმარტავს, რას ასახავს ნამუშევარში

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა "პრეზენტაციის მომზადება და მონაწილეობა"

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გადაარჩევენ გამოფენისთვის ნამუშევრებს და იწყებენ მათ მოწესრიგებას – უკეთებენ ელემენტარულ ჩარჩოებს და საკიდებს, ნამუშევრებს აწებებენ სახატავ ფურცელზე (ნამუშევარზე) შედარებით (4-10 მმ-ით) დიდ ფერად ფურცლებზე, რომლებსაც უკანა მხრიდან სკოტჩით აწებებენ საკიდებს (ძაფი, ქაღალდის სამაგრები). ასევე ამზადებენ წარწერებს, რომლებიც დაწებდება “ჩარჩოზე” და არა ნამუშევარზე. გამოფენისთვის ნამუშევრებს ყველა ერთად არჩევს – მოსწავლეები მსჯელობენ, რისი გამოფენა ღირს და რისი არა, როგორ გაანაწილებენ მათ, რა რას მოუხდება. მომზადების პროცესში მოსწავლე იჩენს ინიციატივას, გამოთქვამს აზრს, დასახავს ამოცანის გადაჭრის გზას და მეთოდს, ანაწილებს ფუნქციებს – ზოგი დაამზადებს წარწერებს, ზოგი დააწებებს საკიდებს და ა.შ. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მოიფიქრებენ შესავალ სიტყვას (მისალმებას), რომლის აუდიტორიის (მშობლების) წინაშე წარმოთქმასაც რომელიმე მათგანი ითავებს. კავშირი ს.გ. I.1.–3 


შენიშვნა

1. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს კლასში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნას და მიაქციოსყურადღება, რომ მოსწავლეებმა მეგობრის ნამუშევრებზე აზრის გამოთქმისას შეინარჩუნონ პოზიტიური დამოკიდებულებადა ტაქტი. სასურველია,ყურადღებაგამახვილდეს ნამუშევრების დადებით მხარეებზე.