მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა

აქტივობა 1. „საარსებო გარემო“

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს ბუნებრივ (მაგ., ტყე, ველი) და ხელოვნურ (მაგ., პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი, ტერარიუმი) საარსებო გარემოთა შედარება და მსჯელობა მათ თავისებურებებზე;

 

რესურსები

ენციკლოპედია, ინტერნეტი, სხვადასხვა.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს შემთხვევითობის პრინციპით ხვდება ფურცელზე წინასწარ  დაწერილი ერთ-ერთი საარსებო გარემო: ტყე, ველი, მდინარე, პარკი, ზოოპარკი, ბოსტანი ან აკვარიუმი. მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს ინტერნეტის, ენციკლოპედიის, მშობლების, თანაკლასელების დახმარებით საპრეზენტაციო მასალის, ქვემოთ  ჩამოთვლილი კითხვების მიხედვით, სახლში მომზადებას:

1.  აღწერეთ გარემო, რომელიც შეგხვდათ;

2.  იმსჯელეთ, ამ  გარემოში ცოცხალი ორგანიზმები ბუნებრივად არსებობენ თუ ადამიანის საქმიანობის შედეგად?

3.  რა თავისებურება ახასიათებს ამ გარემოს - დიდია, პატარაა, მუდმივია, ყოველ წელს  იცვლება...?

ჯგუფები წარმოადგენენ  ნამუშევრებს.  პრეზენტაციების შემდეგ მასწავლებელი ჯგუფების დახმარებით აკეთებს კატეგორიზაციას: 

საარსებო გარემო

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ვენის დიაგრამას და მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ავსებს მას, რათა კლასმა გაანალიზოს და დაადგინოს, რა მსგავსება  და განსხვავებაა, მაგალითად, ველსა და ბოსტანს შორის?

WordSection1">

 


აქტივობა 2. ”კვლევა - რა შეიცვალა?” 

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს მარტივი კვლევის ჩატარება.

 

რესურსები

სპეციალური კითხვარი.

  

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მარტივ კითხვარს, რომლის დახმარებითაც მათ უნდა აწარმოონ ლოკალური გარემოს მარტივი კვლევა.

 კითხვარი

მოსწავლეების მიერ შესრულებული კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელმა ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა ჩამოწეროს დაფაზე; შემდეგ დახაზოს ცხრილი და მოსწავლეების დახმარებით ზემოაღნიშნული მოქმედებები დააჯგუფოს გარემოსთვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებად.

 ქმედებები


რეკომენდაციებ მასწავლებლებს

პრეზენტაცია:

პრეზენტაცია არის ჯგუფის წინაშე გარკვეული თეორიული  თუ პრაქტიკული მასალის წარდგენა.

პრეზენტაცია ეფექტური მეთოდია სხვადასხვა უნარის გასავითარებლად (მაგალითად, კომუნიკაცია, საკუთარი პოზიციისა თუ მოსაზრებების მსმენელისთვის გაცნობა, არგუმენტირება, პოზიციის დაცვა).

სწავლების ამ ეტაპზე, სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ მისცეს მოსწავლეებს პრეზენტაციის ტიპური სქემა.

ზოგადად, პრეზენტაცია სამი ნაწილისაგან შედგება:

1. შესავალიშესავალი პრეზენტაციის აუცილებელი ნაწილია. ამ ნაწილის მიზანია აუდიტორიის    ყურადღების მიპყრობა, პირველადი კონტაქტის დამყარება. ეს ნაწილი შედარებით მცირეა და პრეზენტაციისთვის განკუთვნილი საერთო დროის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს.

2. ძირითად ნაწილიძირითადი ნაწილი პრეზენტაციის ყველაზე ვრცელი და საპასუხისმგებლო ნაწილია. ძირითად ნაწილში განიხილება დებულებები, მოსაზრებები და ა.შ., წარმოადგენენ საილუსტრაციო მასალებს. ეს ნაწილი პრეზენტაციისთვის განკუთვნილი საერთო დროის, დაახლოებით, 70%-ს შეადგენს. პრეზენტაციის პროცესში  მომხსენებლმა უნდა გაითვალისწინოს საუბრის ტონი, ქცევის მანერა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აუდიტორიაზე.

3. დასკვნადასკვნით ნაწილში ჯამდება პრეზენტაცია - რა იყო მიზანი, რა შედეგი მივიღეთ და ა.შ. ეს ნაწილი პრეზენტაციის დროის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენს.

პრეზენტაციის გაკეთება სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას საჭიროებს - პროექტორი, ლეპტოპი, დაფა ან „ფლიპჩარტი“. სასურველია, პრეზენტაციის Pოწერ Pოინტ ფორმატში გაკეთება.


დამატებით ლიტერატურაინტერნე მისამართებ მასწავლებლებისთვის

http://video.nationalgeographic.com/video/player/environment/environment-natural-disasters/