აქტივობა 1. ინფორმაციის კლასიფიცირება

მასწავლებელი წერს სიტყვას „ტრანსპორტი” და მოსწავლეებს სთხოვს, ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ტრანსპორტის საშუალებები. პასუხები იწერება დაფაზე: ცხენი, ურემი, მანქანა…

შემდეგ მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ და აჯგუფებენ მათ მიერ ჩამოთვლილ სატრანსპორტო საშუალებებს ძველ და ახალ სახეობებად, რის შემდეგაც განალაგებენ დროის ხაზზე მათი წარმოშობის მიხედვით. წარმოადგენენ ნამუშევრებს.

 

დროის ხაზი


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება, დაეუფლონ წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს

 

რესურსები

სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების ფოტოები, საქართველოს ფიზიკური რუკა, ცარცი, დაფა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

აქ მთავარია, მოსწავლემ გააცნობიეროს სატრანსპორტო საშუალებების განვითარების ისტორია და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.