აქტივობა 1. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი

გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე

 

ინდიკატორები

  • აჯგუფებს (ბარათების ან ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკის შესაბამის დარგებს;
  • აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
  • სქემის საშუალებით გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _ ელექტროენერგია);
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს ჩამოთვლილი რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით (მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი, ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
  • ბუნებრივ რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და აჯგუფებს მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენელი));
  • ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი, ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
  • ადარებს დეგრადირებულ და სახეშეუცვლელ გარემოს;
  • ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის მოხმარების აუცილებლობის და ინტენსივობის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს (მაგ. წყალი და ელექტროენერგია).
 

შენიშვნა
 
აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას
 
 

რესურსები

  • დაფა და ცარცი; მსოფლიოს მინერალური რესურსების (სასარგებლო წიაღისეულის) რუკა, მსოფლიოს კონტურული რუკა;
  • გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) -მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე.
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს, პედაგოგმა სწავლება სხვადასხვაგვარი მეთოდის გამოყენებით უნდა დატვირთოს.

კორნელის მეთოდის მეშვეობით მასწავლებელი მოსწავლეს სტრუქტურასა და საფეხურეობრივ მიდგომას სთავაზობს; ის ყურადღების კონცენტრირებასაც უწყობს ხელს.

ამ მეთოდის გამოყენებას, როგორც წესი, მოსდევს მოსწავლეებს შორის აზრთა გაზიარება და ზოგადი საკლასო დისკუსია.
 
 

აქტივობის აღწერა

კლასი იყოფა ჯგუფებად. გეოგრაფიული ლექსიკონის დახმარებით მათ უნდა დააჯგუფონ ბუნებრივი რესურსები ამოუწურავ და ამოწურვად სახეებად, ასევვე აღდგენად და აღუდგენელ რესურსებად.

შემდეგ ეტაპზე მსოფლიო მინერალური რესურსების (სასარგებლო წიაღისეულის) რუკის საშუალებით მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ ბუნებრივი რესურსების გავრცელების არეალები და ეს ინფორმაცია გადაიტანონ მსოფლიოს კონტურულ რუკაზე შესაბამისი პირობით ნიშნების გამოყენებით.

 

ცხრილი 1