აქტივობა 1. დავაკვირდეთ სხეულის ენას

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების მოსმენის უნა­რებისა და კრიტიკული შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას. იგი მათ დაეხმარება, გაეცნონ კომუნიკაციის დროს გამოყენებულ სხვადასხვა არავერბალურ საშუალებებას, დააკვირდნენ მათი გამოყენების პრაქტიკას სხვა­დასხვა საკომუნიკაციო სიტუაციაში. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გააცნობიერონ არავერბალური საშუალებების მნიშვნელობა და განივითარონ მათი ადეკვატურად გამოყენების უნარ-ჩვევები. აქტივობა კომპლექ­სური სახისაა და ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

აქტივობის პირველი, “ა” ცხრილი, შედგენილია 2 პირს შორის მიმდინარე საკომუნიკაციო სიტუაციის გასაანალიზებლად, მეორე ცხრილი კი _ საჯარო გამოსვლის გასაანალიზებლად.

 

აქტივობის მიზნები:

  • ზეპირმეტყველების უნარების განვითარება;
  • კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარება.

 

რესურსები:

ამა თუ იმ პირის (პოლიტიკოსის, ხელოვანის, მეცნიერის, სხვ.) საჯარო გამოსვლის 8-10-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, ან ამავე ქრონომეტრაჟის სატელევიზიო დისკუსიის, დებატების ვიდეოჩანაწერი, წინასწარ შერჩეული მასწავლებლის მიერ, ქაღალდებზე ამობეჭდილი ცხრილები (მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად), საწერი კალმები.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

აქტივობის აღწერა:

დაფაზე გამოსახულია არავერბალურ საშულებებზე დაკ­ვირვების ცხრილი. მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს აქტივობის მიზანზე, გააცნობს მათ შესასრულებელ სამუშაოს, ცხრილის შევსების წესებს; ბოლოს დაურიგებს მოსწავლეებს ამავე ცხრილის ქაღალდზე ამობეჭდილ ვერსიებს.

მასწავლებელი ჩართავს წინასწარ შერჩეულ ჩანაწერს. ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელი ჩანაწერის მიმდინარეობის დროს შეავსებს ცხრილს პირველი ორი მონაცემით, შემდეგ შეაჩერებს ჩანაწერის ჩვენებას და დამატებით ახსნა-განმარტებებს მისცემს მოსწავლეებს ცხრილის შევსების წესის შესა­ხებ: მოლაპარაკის მიერ გამოყენებული ყოველი არავერბალური საშუალება სათანადო გრაფაში აღინიშნება X-ით (მაგ., გამოყენებული ჟესტი X ნიშნით აღინიშნება გრაფაში “ჟესტები”). იმ შემთხვევაში, თუკი მოსაუბრე, ვთქვათ, 5-ჯერ გამოიყენებს სხვადასხვა ჟესტს, გრაფაში “ჟესტები” 5-ჯერ ჩაიწერება X. საბოლოოდ, აღნიშნული გრაფა მიიღებს შემდეგ სახეს: XXXXX. სასურველია, სათანადო კომენტარის თანხლებით. ამის შემდეგ ჩანაწერის ჩვენება გაგრძელდება. მოსწავლეები უყურებენ ჩანაწერს და ავსებენ ცხრილს.

სულ ბოლოს ივსება ცხრილის ბოლო სვეტი “დასკვნა”. ამისათვის მოსწავლეები აკვირდებიან ცხრილის პირველ-მეორე სვეტებს, გაიაზრებენ და შეაჯამებენ მათ მონაცემებს და მიღებულ შედეგებს ჩაწერენ სვეტში “დასკვნა” (მაგ., “ყველა ხშირად იყენებს ჟესტებს”, “არ ცვლის სახის გამომეტყველებას”, “ხშირად უწევს ხმას” და მისთ.

მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს ზეპირი გზით. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში იძლევა დამატებით ახსნა-განმარტებებს.

ნიმუში ა. ცხრილი.

I მოლაპარაკე

საშუალებები

გამოყენებულია

დასკვნა

ჟესტები

 

 

მხედველობითი

კონტაქტი

 

მკაფიო

მეტყველება

 

ხმის აწევ-დაწევა

 

გამომეტყველების ცვლილება

 

II მოლაპარაკე

ჟესტები

 

 

მხედველობითიკონტაქტი

 

მკაფიო მეტყველება

 

ხმის აწევ-დაწევა

 

გამომეტყველების ცვლილება

 

 

ნიმუში ბ.

გამომსვლელი (სახელი, გვარი):

საშუალებები

გამოყენებულია

დასკვნა

ჟესტები

 

 

მხედველობითი კონტაქტი

 

მკაფიო მეტყველება

 

ხმის აწევ-დაწევა

 

გამომეტყველების ცვლილება

 

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში იძლევა დამატებით ახსნა-განმარტებებს, აკეთებს კომენტარებს.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12_ 15 წუთი.

 

შეფასება:

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • არავერბალური საშუალებების ამოცნობა და დახარისხება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • მოცემული მოდელის მიხედვით წერითი სამუშაოს შესრულება.

 

მეთოდური მითითება:

  • დასკვნების სვეტში შესაძლებელია ჩაიწეროს აგრეთვე ზოგადი დასკვნაც ამა თუ იმ მონაწილის ქცევის/არავერბალური მეტყველების შესახებ, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს მარცხენა და შუა სვეტში მოთავსებული დაკვირვებებიდან (მაგ., დაკარგა კონტროლის უნარი ან ბოლომდე აკონტროლებს თავს, ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდე და მისთ.).
  • თავისი შეხედულებისამებრ, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს ცხრილის მოდიფიცირებული ვარიანტი _ ორსვეტიანი ცხრილი, რომელსაც არ ექნება მესამე, “დასკვნების” სვეტი. ამ შემთხვევაში მოსწავლეები ზეპირი გზით შეაჯერებენ ცხრილში ჩაწერილ მონაცემებს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. VII. 2;
  • ქართ. VII. 11.