მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.

აქტივობა 1. ”ვის მივმართოთ საგანგებო სიტუაციის დროს?”

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს საგანგებო სიტუაციისას შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება.

 

რესურსები

ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი შეკითხვებით მიმართავს მოსწავლეებს:

-    რა შემთხვევებს ვუწოდებთ საგანგებო სიტუაციებს?

-    რომელ საგანგებო სიტუაციებს იცნობთ?

მოსწავლეები გაიხსენებებ, რომ უკვე გაეცნენ მიწისძვრას და მასთან  დაკავშირებულ ქცევის წესებს. შესაძლებელია, ჩამოთვალონ კიდეც მიწისძვრის დროს გასათვალისწინებელი ქცევის წესები. ამის შემდეგ მასწავლებელი აგრძელებს კითხვების დასმას:

-    რა არის წყალდიდობა?

-    როდის არის ის მოსალოდნელი ყველაზე ხშირად?

-    რატომ არის წყალდიდობა ყველაზე ხშირად გაზაფხულზე?

-    შესწრებიხართ თუ არა წყალდიდობას?

დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩაეკითხეთ, როგორ აღწერენ მას და საკუთარ განცდებს.

-   რომელი მდინარე გაედინება თქვენს ქალაქში/სოფელში?

-    არის თუ არა ხშირი მოვლენა წყალდიდობა თქვენს რეგიონში/ქალაქში/სოფელში?

-    როგორ ფიქრობთ, რომელ ადგილასაა მოსალოდნელი წყლის ადიდება თქვენს რეგიონში/ქალაქში/სოფელში?

-    რატომ ფიქრობთ ასე?

-    ვის დაურეკავთ წყალდიდობის შემთხვევაში?

-    გაქვთ მათი ტელეფონის ნომრები?


შეჯამება

პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ფორმატზე წერს ტელეფონის ნომრებს იმ სამსახურებისა, რომლებსაც უნდა მივმართონ საგანგებო სიტუაციებში:

      სამაშველო სამსახური;

  • პატრული;
  • სასწრაფო;
  • სახანძრო სამსახური;
  • ადგილობრივი ადმინისტრაცია.

და გამოაკრავს საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

 

რეკომენდაცია მასწავლებლებს

ასეთივე მიდგომით მასწავლებელს შეუძლია მსგავსი აქტივობების ჩატარება სხვა თემებზე, მაგ., ხანძარზე, ღვარცოფზე, მეწყერზე.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

უკანასკნელ ათწლეულში წყალდიდობების სიხშირემ და დამანგრეველმა ხასიათმა იმატა, რაც საზოგადოებას უფრო მგრძნობიარეს ხდის ამ საფრთხეების მიმართ.

ამის მიზეზი, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ერთად (რომელიც ექსტრემალური ხასიათის ამინდებს ინტენსიურს ხდის), მოსახლეობის რიცხვის ზრდაცაა; ადამიანი საცხოვრებლად და ეკონომიკის დარგების გასავითარებლად (ძირითადად, სოფლის მეურნეობა) იკავებს ისეთ არეალებს, რომლებიც საფრთხის შემცველ ზონებშია. ეს ზონებია

ზღვის დონე 9სმ-დან 88 სმ-მდე აიწევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის წყალდიდობების რისკს. ეს კი პირდაპირ გაზრდის ეკონომიკურ ზარალსა და შესაძლო მსხვერპლს. მოსწავლეების ტიპური  

 

შეცდომები

მოზარდთა უმრავლესობას ჰგონია, რომ საფრთხის დროს შინ დარჩენა და მყუდრო ოთახისთვის თავის შეფარება უსაფრთხოა. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ კონკრეტულ სიტუაციაში უსაფრთხო ადგილების სწორად შერჩევა.

 

აქტივობა 2. ”როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციის დროს?”

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს საგანგებო სიტუაციისას უსაფრთხოების შესაბამისი  წესების გამოყენება.

 

რესურსები

სიტუაციური ამოცანა, ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს ხუთ-ექვსკაციან ჯგუფებად და უყვება ასეთ სიტუაციას:

თქვენი თანატოლები მდინარისპირა დასახლებაში ცხოვრობენ. ამ დასახლებაში მოსალოდნელია წყალდიდობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თანატოლები თქვენგან ელოდებიან რჩევებს, როგორ მოიქცნენ წყალდიდობისას. მათ აქვთ რამდენიმე შეკითხვა:

-     წყალდიდობისას უნდა დაიხუროს თუ არა შენობის კარ–ფანჯრები?

-     რა  უნდა გავაკეთოთ წყალდიდობისას შენობის დატოვების წინ?

-     შეიძლება მდინარესთან ან წყალსაცავთან  მიახლოვება?

-     რა ადგილებია შედარებით უსაფრთხო წყალდიდობის დროს?

-     როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ წყალდიდობისას ავტომობილში  ვართ? უნდა გავჩერდეთ?

აღნიშნულ კითხვებს მასწავლებელი წერს დაფაზე, ჯგუფებს ურიგებს ფორმატის ქაღალდებს, ფერად  ფლომასტერებს და სთხოვს, წერილობითი რჩევები მისცენ თანატოლებს.

ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ კლასი იმსჯელებს და შეჯერდება საერთო წესების ჩამონათვალზე.

მაგალითად:

1.  წყალდიდობისას შენობაში უნდა დაიხუროს კარ–ფანჯრები;

2. წყალდიდობისას შენობის დატოვების წინ აუცილებელია ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროობის/ელექტროენერგიის გათიშვა;

3.  წყალდიდობისას არ შეიძლება მდინარესთან ან წყალსაცავთან მიახლოვება;

4. წყალდიდობისას საჭიროა წინასწარ შერჩეულ ამაღლებულ ადგილზე ან მყარი შენობის სახურავზე ასვლა.

5. წყალდიდობის დროს მძღოლმა მანქანა უნდა გაარიდოს  წყალდიდობის  წყაროს. თუ ამის  საშუალება არ არის, მაშინ აუცილებელია მანქანიდან გადმოსვლა და შემაღლებულ  ადგილზე (ხე,  გორაკი,შენობის მყარი სახურავი) ასვლა.

 

აქტივობა 3. ”როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციის დროს?”

WordSection1">

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს საგანგებო სიტუაციას დაუკავშიროს შესაბამისი უსაფრთხოების წესები.

 

რესურსები

სიტუაციური ამოცანა, ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები .

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს უყვება ამბავს სოფლის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბნის შესახებ, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზეა განთავსებული. გაზაფხულზე მდინარე ხშირად დიდდებოდა და დასახლებას ტბორავდა. მოსახლეობა არ იყო დაცული და ზარალდებოდა, განსაკუთრებით  - ის ოჯახები, რომელთა სახლები ხიმინჯებზე ანუ სპეციალურ ბოძებზე არ იდგა და დატბორვისას  პირველი სართული წყლით ივსებოდა.

მასწავლებელი მოსწავლეთა წყვილებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს და სთხოვს, ამ უბნის მოსახლეობისთვის ჩამოაყალიბონ  სავალდებულო წესები, რომელთა დაცვა შეამცირებს მდინარის ადიდებით გამოწვეულ ზარალს. წესების მოსაფიქრებლად 10 წუთი ეძლევათ. შევსებული ბარათები კი ჩაყარონ წინასწარ გამზადებულ ”იდეათა ყუთში”.

ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ყუთი იხსნება და მოსწავლეთა იდეები დაფაზე იწერება მსგავსი იდეები ერთიანდება და ჯამდება.

გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო შეჯამებულ ვარიანტს:

  • სახლები უნდა იდგას ხიმინჯებზე  (სპეციალურ ბოძებზე);
  • ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნავი   და  მაშველი რგოლი;
  • მაცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაუკავშირდნენ სამაშველო  სამსახურს და საფრთხის გაჩენისთანავე მიმართონ მას;
  • მდინარის კალაპოტს უნდა ჰქონდეს ჯებირი.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საკითხის მოკლე აღწერა

ნახ. საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნების რისკის რუკა

 

წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტო

 საქართველოს რაიონებად დაყოფა

წყალდიდობა არის ჭარბი ნალექების მოსვლისა და თოვლის სწრაფი დნობის შედეგად მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, რაც იწვევს ტერიტორიის მნიშვნელოვან დატბორვას.

წყალდიდობებს, რომლებიც უეცრად ყალიბდება და რამდენიმე ათეულ წუთს გრძელდება, წყალმოვარდნა ეწოდება. წყალმოვარდნა განპირობებულია თავსხმა წვიმებით ან თოვლისა და მყინვარების ინტენსიური დნობით.

წყალდიდობა სეზონური მოვლენაა და უკავშირდება წვიმებსა და თოვლის დნობის პერიოდს. საქართველოს მდინარეთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ერთ თვეს. ასევე, შესაძლებელია, წყალდიდობა გამოიწვიოს მდინარის  მეწყრით ჩახერგვამ.  აღსანიშნავია, რომ, თუკი ზამთრის პერიოდში მაღალი თოვლის საფარი და ყინვები იყო, ხოლო გაზაფხულზე ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა და სეზონიც წვიმიანია,  დიდია წყალდიდობის ალბათობა.

წყალდიდობისას ზარალი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, დაწყებული შენობა-ნაგებობებისა და ხიდების ნგრევით, მეურნეობის დარგების (ძირითადად, სოფლის მეურნეობა) დაზარალებით, დამთავრებული ადამიანებისა თუ ცხოველების დაღუპვით.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ წყალდიდობების გავრცელების  არეალი, ძირითადად, სანაპირო ზოლში არსებულ ნაყოფიერ ნიადაგებს უკავშირდება, რომლებიც  მჭიდროდ არის დასახლებული; შესაბამისად, გამოწვეული ზარალიც დიდია. ეკონომიკის დარგებიდან წყალდიდობა განსაკუთრებულ საფრთხეს სოფლის მეურნეობას უქმნის: იწვევს ნიადაგების ეროზიას, მოსავლის გაფუჭებას, ფერმებში  შინაური ფრინველებისა და ცხოველების განადგურებას, რაც ამძაფრებს შიმშილობის პრობლემას, განსაკუთრებით, - განვითარებად ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ყველაზე მაღალია.

 

რეკომენდაციები  მშობლებს

ძალიან მნიშვნელოვანიარომ საგანგებო სიტუაციებისას (მაგ. ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა, მეწყერი) უსაფრთხოების წესების შესწავლისას მშობელი აქტიურად იყოს ჩართული, რათა მოზარდი არ დაითრგუნოს და ჰქონდეს განცდა, რომ ეს წესები კარგად იციან ოჯახის წევრებმა. გარდა ამისა, მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრებმა ერთობლივად უნდა მოილაპარაკონ, სად შეხვდებიან ერთმანეთს, თუ წყალდიდობისას სახვადასხვა ადგილას მოხვდნენ ან ერთმანეთი დაკარგეს.