მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.

აქტივობა 1. “ამინდი” 

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს ამინდის ტიპების დახასიათება, დააკვირდეს ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს, აღწეროს ცოცხალი ორგანიზმების ქცევა სხვადასხვა ამინდის დროს.

 

რესურსები

ბარათები ამინდის ტიპების წარწერით, ფლიპჩარტები, ფერადი ფანქრები.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგებს ბარათებს, რომელზედაც წერია ამინდის სახეობა. ერთ ჯგუფს მისცემს  ბარათს “ქარიანი ამინდი”, მეორეს – “წვიმიანი”, მესამეს - “მზიანი”, მეოთხეს კი -“თოვლიანი”.

მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს საუბარს იმ ამინდის  შესახებ, რომელიც მათ შეხვდათ, კითხვების  საშუალებით გაამახვილებსყურადღებას ორგანიზმების ქცევაზე ამა თუ იმ ამინდის დროს. (მაგ. როგორ იქცევიან ფრინველები წვიმის დროს? თუ უნახავთ, როგორ იქცევიან ძაღლები ცხელ ზაფხულში?). შემდეგ  სთხოვს შესაბამისი ამინდისა და ცხოველების  დახატვას. ჯგუფებში მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და შეავსებენ საერთო ნახატს. დროის გასვლის შემდეგ დაიწყებაპრეზენტაცია.

ჯგუფებს გამოაქვთ საერთო ნახატი და საუბრობენ, რას მიაქციესყურადღებამოცემულ ამინდზე ფიქრისას. მასწავლებლის კითხვების დახმარებით უნდა ჩამოთვალონ ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტები და აჩვენონ, როგორ ასახეს ის ნახატზე.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ქართ.II.3. მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორმებს. ს.გ.II.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საკითხის მოკლე აღწერა

ამინდი ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობაა განსაზღვრულ დროსა და მოცემულ ადგილზე. ამინდის ცვალებადობაზე  გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირის  არათანაბარი გათბობა, რელიეფი, წყლის ვეებერთელა სივრცეები და სხვ. ამინდსა და მის ელემენტებს (ჰაერის ტემპერატურა, წნევა, სინოტივე, მზის რადიაცია, ნალექები, ქარი) მეტეოროლოგიურ სადგურებში დღე-ღამის მკაცრად განსაზღვრულ ვადებში აკვირდებიან. დაკვირვების მასალები თავს იყრის სპეციალურ სამსახურებში და თვით მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ცენტრებში - ვაშინგტონში, მოსკოვსა და მელბურნში. ამინდის წინასწარმეტყველების მიზნით, დგება სპეციალური სინოპტიკური რუკები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ, როგორი ამინდი იქნება რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ადგილისთვის დამახასიათებელ წლიდან წლამდე განმეორებად ამინდის ტიპს ჰავა ანუ კლიმატი (ბერძ. “კლიმატოს” - დახრილობა) ეწოდება. ამინდისგან განსხვავებით, ადგილის ჰავა მეტი მუდმივობით და ნაკლები ცვალებადობით ხასიათდება.

ამინდის პროგნოზირების მიზნით, სასურველია, ამინდის წინასწარმეტყველების ხალხური ნიშნების გათვალისწინებაც.

ამინდის გაუარესების მომასწავებელია: ჰორიზონტზე ფრთა-ღრუბლების გამოჩენა, ქარის გაძლიერება საღამოს, წითელი ან მუქი წითელი დაისი ან აისი, როცა არ ჩნდება ნამი.

ამინდის გაუმჯობესების ნიშნებია: ატმოსფერული წნევის მომატება; ქარის გაძლიერება შუადღისას და საღამოსკენ შესუსტება; ღრუბლების გროვის გამოჩენა მზის ამოსვლამდე, მათი თანდათანობით გაქრობა მზის ამოსვლის შემდეგ; ცვარის გამოჩენა მზის ამოსვლის შემდეგ; ჰორიზონტის ყვითელი ან ოქროსფერი შეფერილობა მზის ჩასვლისას და მზის ამოსვლის დროს.

 

ცოცხალი პარამეტრები

   ცოცხალი პარამეტრები 1