მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ გარემოში ორიენტირება

აქტივობა 1.  “მოვაწყოთ პარკი”

მიზანი

მოსწავლეებმა შეძლონ გარემოში ორიენტირება და მარტივი მიმართულებების მითითებით საჭირო ობიექტების პოვნა.

 

რესურსები

ფლიპჩარტები პარკის სქემით, კონვერტები, სხვადასხვა ობიექტის სურათები, წებო, მარკერები, ფერადი ფანქრები.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი კლასს დაყოფს ოთხმოსწავლიან ჯგუფებად. ყველა ჯგუფს მასწავლებელი დაუდებს პარკის სქემას და კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია სურათები (სკამი, საქანელა, ტირი, ნაძვი, ნაყინის ჯიხური, საბავშვო მატარებელი, კაფე, სასრიალო და სხვ.) ამ ნახატების დაწებებით ბავშვებმა უნდა შეავსონ პარკის სქემა.  პარკის შესავსები სქემის  ცენტრში ერთი უძრავი საგანი (შადრევანი) ხატია და რამდენიმე უძრავი - პარკის სხვადასხვა ადგილას. ამ ნახატებს ბავშვები ორიენტირად გამოიყენებენ. მასწავლებელი ჯგუფებში დაარიგებს ფურცელზე დაწერილ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც უნდა იპოვონ პარკში მითითებული ადგილი და იქ დააწებონ შესაბამისი ერთი სურათი. (მაგ. შადრევნიდან მარჯვნივ, ორ ნაძვს შორის დგას ნაყინის ჯიხური). ყველა ჯგუფი ერთსა და იმავე სურათს აწებებს.

შემდეგ, მასწავლებლის თხოვნით, თითოეული ჯგუფი კონვერტიდან ამოიღებს ერთ ნებისმიერ სურათს, ჯგუფის წევრები ერთად მოიფიქრებენ პარკის ტერიტორიაზე სად სურთ ამ ობიექტის დადგმა და ბარათზე, ამორჩეული ადგილის მოსაძებნად, საჭირო მიმართულებებს  დაწერენ. (მაგ. სასრიალო დგას შადრევნიდან მარცხნივ). ამ ბარათს და პარკის სქემას გადასცემენ მეზობელ ჯგუფს. მეზობელი ჯგუფი წაიკითხავს ბარათს, შეასრულებს ბარათზე დაწერილ მითითებებს და დააწებებს შესაბამის სურათს. შემდეგ  კონვერტიდან ისევ ამოარჩევს ერთი სხვა  ობიექტის სურათს, დაწერს ბარათზე მისი ადგილის მოსაძებნად საჭირო მიმართულებებს და პარკის სქემასთან ერთად გადასცემს მეზობელ ჯგუფს. ასე შემოივლის პარკის სქემები ყველა ჯგუფს და მათზე ყველა ობიექტი დაწებებული აღმოჩნდება. ყველა ჯგუფს საწყისი სქემა დაუბრუნდება.

თითოეული ჯგუფი გამზადებულ სქემას საპრეზენტაციოდ გამოიტანს და კლასს თავისი პარკის შესახებ მოუთხრობს.

 

რეკომენდაცია

პარკის მოსაწყობი ობიექტების დასაწებებელი სურათები შეიძლება განსხვავებული იყოს, სხვა ობიექტების დამატებაც შეიძლება, მათ შორის, ადამიანების ან ცხოველების სურათებიც.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

მოსწავლეები შეძლებენ იპოვონ საჭირო ობიექტი გარემოში, შეეძლებათ სხვასაც ასწავლონ საჭირო ადგილამდე მისასვლელი გზა.

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

ორიენტირად ირჩევენ მოძრავ საგნებს. დამატებითი განმარტება აქტივობისთვის: აქტივობის დასაწყისში ჯგუფებმა უნდა მოიფიქრონ პარკის დასახელება და სქემაზე დიდი, ფერადი  ასოებით დაიტანონ. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ორიგინალური, მხიარული.

დასახელებების მოფიქრების საშუალება.

  • მასწავლებელმა მუშაობის ინსტრუქცია წინასწარ უნდა ახსნას.
  • მასწავლებელმა ჯგუფებს თითოეული ობიექტის დაწებებისათვის დრო უნდა განუსაზღვროს. დროის გასვლის შემდეგ ორგანიზებულად, თანმიმდევრულად უნდა გადაადგილოს სქემები და ბარათები მეზობელ ჯგუფებში საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. შესაძლებელია, ამისათვის რამდენიმე მოსწავლის დახმარებაც დასჭირდეს.

 

შენიშვნა

დროის სტრუქტურირება ის რთულიუნარია, რომლის განვითარებასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამიტომ ამუნარის ჩამოყალიბება ბავშვთან ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. ბავშვის საქმიანობის (სწავლა, თამაში) დროში ლიმიტირება, სასურველია, მოხდეს პოზიტიური ფონის შექმნით და არა ისე, რომ ბავშვს ნევროტუ- ლიდამოკიდებულებაგაუჩნდეს დროში შეზღუდვის მიმართ. სასურველია, რომ ცაციებს კლასისგან შეუმჩნევლად ოდნავ მეტი თავისუფლება მიეცეთ ამ მხრივ.

 

კავშირი სხვა საგნებთან

მათ.II 9.    ქართ.II.5.    ს.გ.II.5.    ს.გ.II.6.