1. ნამუშევარში ასახავს შექმნილ პერსონაჟებს

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა “ფერი და გრძნობა” 

მასწავლებელი ნელ-ნელა, უსისტემოდ, ასახელებს სხვადასხვა სიტყვას - მაგ. ეკითხება მოსწავლეებს, რა ფერის არის შური, ახალი წელი, წვიმა, გასეირნება, მოლოდინი, სიცილი, ტირილი, წყენა, სიყვარული, თამაში, გაზაფხული, შემოდგომა,  ზამთარი, ჩხუბი, მოწყენილობა, დილა, საღამო და სხვა. ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსწავლეებმა სახატავ ფურცელზე უნდა დასვან იმ ფერის ლაქა, რომელიც მათი წარმოდგენით, მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვას შეეფერება. ფურცლის ფერადი ლაქებით გავსების შემდეგ, მასწავლებელი გადახედავს ნამუშევრებს და ეკითხება მოსწავლეებს, რომელი სიტყვის აღმნიშვნელია ესა თუ ის ლაქა. ამ აქტივობის შებრუნებული ვარიანტია ეს სავარჯიშო ან დავალება – მოსწავლემ უნდა გაიხსენოს სიტყვა, რომელმაც ამ ფერის ასოციაცია აღუძრა. 


რესურსი

1. საღებავები, სახატავი ფურცლები, ფუნჯები.