ანტონიმების ჯაჭვი

WordSection1">

რესურსები

ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.


აქტივობის აღწერა

მოსწავლეები სხედან წრეში. ერთი ამბობს სიტყვას (მაგალითად, კეთილი), მეორემ, მის გვერდით მჯდომმა, უნდა თქვას საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა (ანტონიმი), შემდეგ ის ამბობს სიტყვას, მომდევნო - ანტონიმს და ასე გრძელდება. თუ ვინმემ ვერ მოიფიქრა ანტონიმი, მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ ჯაჭვი წყდება და ვინმემ უნდა იტვირთოს მისი შეკეთება. ვინც ჯაჭვის ყველაზე მეტ  რგოლს გადაარჩენს, ის იქნება გამარჯვებული.


შეფასება

შეფასდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, ასევე თანამშრომლობის უნარი. 

WordSection2">

 

მეთოდური მითითება

ცხადია, ამ თამაშის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა (ანტონიმი) და ჰქონდეთ ანტონიმებზე მუშაობის გამოცდილება.