2. ძერწავს მარტივ ფორმებს სხვადასხვა მასალით, (თიხა, პლასტილინი, ცომი, ცვილი და სხვ)

ტიპური აქტივობი

2. აქტივობა I. "ანტიკური ფიგურები" 

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ძველი სამყაროს მცირე ქანდაკების ნიმუშების გამოსახულებებს - კიკლადური, ეგვიპტური, ჩინური ნეოლითის ხანის, კოლუმბამდელი ეპოქის (იხ. დანართი). მოსწავლეები შეეცდებიან მსგავსი ფიგურების გამოძერწვას.

კავშირი: აქტივობა ..III.6.

 

რესურსები

2.I. პლასტილინი, თიხა, ცვილი.

 

 

2. აქტივობა II. "ზოოპარკი"

მოსწავლეები ძერწავენ სხვადასხვა ცხოველს, რომლებსაც განათავსებენ სპეციალურად მომზადებულ ლანდშაფტზე. (იხ. აქტივობა: ს.გ.III.2. “ლანდშაფტი ზოოპარკისთვის”) ან პატარა ზომის მუყაოზე პლასტილინითვე დაამზადებენ ლანდშაფტს.

  

რესურსები

2.II. პლასტილინი, წინასწარ მომზადებული ლანდშაფტი.

 

 

2. აქტივობა III. "მძივები" 

მოსწავლეები ძერწავენ სამკაულებს (მძივებს ან სამაჯურს) დედის დღისთვის, “თიხით” ან მარილიანი ცომით. გარდა ბურთებისა, მძივებისთვის მოსწავლეებს შეუძლიათ პატარა ზომის ფიგურების დამზადება – კუბები, ვარსკვლავები, გულები, თევზები და სხვა, რომლებსაც წვრილი ჩხირით შესაბამის ადგილას, თოკის გასაყრელად უნდა გაუკეთდეს ნახვრეტი. მძივები გასაშრობად ინახება მუყაოს კოლოფში.

მომდევნო გაკვეთილზე გამშრალი მძივები გაფერადდება აკრილის ან წებოში გაზავებული გუაშის საღებავით და აიკინძება სქელ ძაფებზე.

 

რესურსები

2.III. პლასტილინი (პოლიმერული “თიხა”), რომელიც თავისით ხმება ან მარილიანი ცომი. კოლოფები გაუმშრალი ნაკეთობის შესანახად, წებო, გუაში, მაგარი ძაფი მძივების ასაცმელად. 

  

შენიშვნა

2.III. მოსწავლეებს შეუძლიათ იმავე მასალით და მეთოდით დაამზადონ სათამაშოები საახალწლო ნაძვის ხისთვის და სხვ. პლასტილინის ნაცვლად, შეიძლება მარილიანი ცომის გამოყენება:

1 ჭიქა მარილი + 1 ჭიქა პურის ფქვილი + ½ ჭიქაზე ოდნავ მეტი წყალი. ცომისგან დამზადებული ნაკეთობა შეიძლება გაშრეს თავისით, მაგრამ უმჯობესია, გამოიწვას ქურაში (დაბალ ცეცხლზე 40 წუთი) და შემდეგ შეიღებოს გუაშის საღებავით.