ანბან-პლაკატზე მითითებული ასოს თითით შემოხაზვა და აღწერა.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

 

  • მოსწავლეთა მომზადება წერის პროცესისათვის;
  • ანბანის ასოების ამოცნობა;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარება;
  • წერის პროცესის გააზრება.
  

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

ანბან-პლაკატი.

 

აქტივობის აღწერა

ანბანის შესწავლისას მასწავლებელმა შესაბამის სიმაღლეზე და თვალსაჩინო ადგილას უნდა გააკრას ანბან-პლაკატი. სანამ მოსწავლეები შეასრულებენ ამ აქტივობას, სასურველია, ჯერ მასწავლებელმა აჩვენოს და სიტყვიერად აუხსნას მათ, თუ როგორ უნდა მოხაზონ თითით ესა თუ ის ასო. მასწავლებელი უსახელებს მოსწავლეებს გამოსაწერ ასოს, მაგ., ”ა”-ს და ხელის ნელი მოძრაობით, ორჯერ-სამჯერ, ანბან-პლაკატზე აფიქსირებინებს მოსწავლეებს ასოს; თან  სიტყვიერად უხსნის, საიდან იწყება მოცემული ასოს გამოწერა:

”ვიწყებთ გამოწერას ქვემოდან, შემდეგ ასოს მუცელი უნდა მოვუმრგვალოთ” - უჩვენებს, როგორ უკეთებს ქვედა რკალს, ”ბოლოს კი წვერს გამოვიყვანთ” - უჩვენებს, როგორ დაასრულებს ასოს წერას. შემდეგ მასწავლებელი, მოსწავლეების ანბან-პლაკატთან სათითაოდ მოხმობით, ამეორებინებს მათ ”ა” ასოს გამოწერის გეზს. ამასთანავე ითხოვს, რომ მოსწავლემ, თუნდაც ნაწილობრივ, სიტყვიერად აღწეროს ის პროცესი, რომელსაც იგი ახორციელებს.

აქტივობის ხანგრძლივობა: 8-10 წუთი.


შეფასება

ქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ასოების წერა ხელის სწორი მოძრაობით და შესაბამისი მიმართულების დაცვით;
  • ასოს გამოწერის მიმართულების სიტყვიერად აღწერა (თუნდაც არასრული სახით). 
WordSection1"> 
WordSection1">