ამბები, ამბები, ამბები

WordSection1">

რესურსები

ტექსტი სახელმძღვანელოდან.


აქტივობის აღწერა

  • პირველ ეტაპზე, სანამ მოსწავლეები თავად დაიწყებენ ამა თუ იმ სახის (დეტალური თხრობა, მოკლე შინაარსის თხრობა, გამოკრებილი შინაარსის თხრობა, თხრობა მთხრობელის შეცვლით) თხრობითი აქტივობების გამოყენებას, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, სისტემატიურად  მოუსმინონ სხვა (პროფესიონალ) მთხრობლებს, რომლებიც მათ სიამოვნებას  მიანიჭებენ და სანიმუშო თხრობის მაგალითებით გაამდიდრებენ მოსწავლეთა გამოცდილებას. ამ მიზნით სასურველია გაკვეთილებზე ცნობილი ადამიანების მოწვევა, ან მათი ვიდეო და აუდიოჩანაწერების გამოყენება.
  • თხრობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს:
  • გაითავისონ მოთხრობის/ამბის დასაწყისისა და დასასრულის, გარემოს, მოქმედი პირების და სიუჟეტური ხაზების მნიშვნელოვანი ასპექტები;
  • ამბის ნათლად გადმოცემისათვის გამოიყენონ ხატოვანი და აღწერითი ენა;
  • დაიცვან თანამიმდევრობა;
  • შეარჩიონ ადეკვატური და ეფექტური ლექსიკა;
  • მოძებნონ აუდიტორიის დაინტერესების, მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები (მაგალითად, ჟესტები, მიმიკა, ხმის ტონის მონაცვლეობა და სხვა).

თხრობა ხელს უწყობს კითხვისა და წერის მოტივაციას.

მოსწავლეებმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ იმის მოყოლას, რაც თავს გადახდათ, ან რაც გამოიგონეს და არა წაკითხული მოთხრობის შინაარსის გადმოცემას; შესაძლოა მოინდომონ გაგონილი მოთხრობის/ამბის, ნანახი ფილმის შინაარსის გადმოცემა. ასეთი ინიციატივები უნდა წავახალისოთ, რათა მოსწავლეს მოეხსნას შიშის ან უხერხულობის განცდა, შეეჩვიოს აუდიტორიის წინაშე გამოსვლასა და ეფექტური თხრობის საშუალებების  გამოყენებას. პირადი ამბები შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, მოსწავლის პირად თავგადასავალს, ოჯახის რელიკვიებს, ოჯახის წინაპრების ამბებს, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ა.შ.

შეიძლება მოსწავლეებს თავად სურთ მოთხრობის შექმნა. ეს ინიციატივაც უნდა წახალისდეს. მათ შეუძლიათ:

WordSection2" style="text-align: justify;">
  • ტრადიციული ან ე. წ. მოარული სიუჟეტების, თემების გამოყენება (სესხება);
  • რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთის აღება ან ამ ვერსიების გაერთიანება;
  • ამბის/მოთხრობის გადანაცვლება დროში: წარსულიდან აწმყოში ან მომავალში;

ამბის/მოთხრობის გადანაცვლება ერთი გეოგრაფიული გარემოდან სხვაში. მთხრობელს უნდა ჰქონდეს მოხერხებული მდგომარეობა. იგი პირდაპირ უნდა უყურებდეს აუდიტორიას, რათა ადვილად დაამყაროს მხედველობითი კონტაქტი მასთან. მთხრობელს შეუძლია მოაწყოს თხრობისთვის შესაფერისი გარემო: სპეციალური განათება, მუსიკა, თხრობის ეფექტურობის გამაძლიერებელი ვიზუალური  საშუალებები,  მაგ., შესაბამისი ტანისამოსი, თუნდაც რომელიმე ატრიბუტი: ქუდი, შარფი, მანტია ან სხვა რამ; ილუსტრაციები, ფილმები და ა.შ. მსგავს „დახმარებას“ რამდენიმე უპირატესობა აქვს. იგი:

ხელს უწყობს მოსწავლის მოტივირებას, ინტერესის აღძვრას;

აერთიანებს ვიზუალურ და ზეპირ საქმიანობას;

უზრუნველყოფს მორცხვი მთხრობლის მხარდაჭერას (მორცხვ მთხრობელს აძლევს საყრდენს, რაც სითამამეს ჰმატებს მას).

 

დეტალურითხრობა

დეტალური თხრობა შეიძლება იყოს ორი სახის: თავისუფალი, რომელიც უკავშირდება წაკითხული ან მოსმენილი ნაწარმოებით მიღებულ პირველ შთაბეჭდილებას. მოსწავლე საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაწარმოების დეტალურ შინაარსს. დანარჩენები უსმენენ და აფასებენ, რამდენად ზუსტად და თანამიმდევრობით არის გადმოცემული შინაარსი, ხომ არ არის გამოტოვებული მნიშვნელოვანი მოვლენა/ფაქტი. მაგალითად, მოსწავლეებმა მოისმინეს ზღაპარი ”მიწა თავისას  მოითხოვს”. მათ ერთი მოსმენის შემდეგ რაც შეიძლება ზუსტად უნდა აღადგინონ მისი შინაარსი. მეორე სახე ასეთი თხრობისა გულისხმობს იმას, თუ რამდენად ახლოს არის მოსწავლის მონათხრობი ავტორისეულ ვერსიასთან არა მარტო შინაარსით, არამედ მწერლის ენის თვალსაზრისით. გამოყენებულია თუ არა ავტორისეული ლექსიკა, მხატვრული საშუალებები.

 

 

რესურსები

ტექსტი სახელმძღვანელოდან ან აუდიოჩანაწერი.

 

 

შეფასება

ორივე  შემთხვევაში, შეფასდება თხრობის თანამიმდევრულობა, ტექსტის შინაარსთან სიახლოვე, ენობრივი გამართულობა, ხოლო მეორე შემხთვევაში, დაემატება შემდეგი კრიტერიუმები: მწერლისეული ლექსიკისა და მხატვრულ-გმომსახველობითი საშუალებების გამოყენება.

 

მეთოდური მითითება

დეტალური თხრობა არ გულისხმობს ტექსტის ზეპირად დასწავლას. ეს აქტივობა ერთდროულად ამოწმებს გააზრებული კითხვის უნარს (თუ მოსწავლემ წაიკითხა ტექსტი) ან მოსმენის უნარს, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას (თუ მოსწავლეს მოვასმენინებთ ტექსტს).

 

მოკლეშინაარსისთხრობა

მოკლე შინაარსის გადმოცემა გაცილებით რთულია, ვიდრე დეტალური შინაარსისა, რადგან მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის ისე შეკუმშვა, რომ არ დაიკარგოს თხრობის ლოგიკა, მხატვრული ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. ანუ უნდა შეძლოს მთავარისა და არსებითის გარჩევა  მეორეხარისხოვანისაგან. ამისათვის აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. აბზაცის ან თავის მთავარი აზრის განსაზღვრა, ამის საფუძველზე გეგმის შედგენა და მერე იმ გეგმის ისევ თხრობით ტექსტად გადაქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლეს ვთხოვთ, გვიამბოს ”იავნანამ რა ჰქმნას?!” შინაარსი, ამისათვის მას უნდა დავეხმაროთ სათაურებზე დაყრდნობით თითოეული თავიდან ამოიღოს მთავარი. შეიძლება კლასში მოვისმინოთ ალტერნატიული ვარიანტები და შევჩერდეთ ისეთზე, რომელშიც შენარჩუნებული იქნება მთავარი და თან  ყველაზე დაწურულად. ასე  ავაგოთ მოკლე შინაარსი ერთობლივად.


შეფასება

შეფასდება თხრობის თანამიმდევრობა, არსებითისა და მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის უნარი.

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობა კომპლექსურია, რადგან ის ზეპირმეტყველების უნარის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარებასაც იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები თხრობის გეგმას წერილობით შეადგენენ.

 

გამოკრებილიშინაარსი

ეს არის ტექსტის ცალკეული ფრაგმენტის თხრობა მასწავლებლის მიერ მითითებულის საფუძველზე (მაგალითად, მიამბე ის მონაკვეთი, რომელშიც აღწერილია ქართველაძეების ოჯახი; მიამბე ქეთოს გატაცების ამბავი...).

 

რესურსი

ტექსტი სახელმღვანელოდან.

 

შეფასება

შეფასდება, ახერხებს თუ არა მოსწავლე მთლიანი ტექსტიდან მითითებული ადგილის ზუსტად ამოღებასა და მის დეტალურად გადმოცემას ისე, რომ არ კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს.

 

მეთოდური მითითება

იმისათვის რომ შემოწმდეს, რამდენად კარგად აქვს მოსწავლეს ტექსტი გააზრებული, შესაძლებელია დავალების პირობის გართულება რაიმე სახის დამატებითი მინიშნებით. მაგალითად, მიამბე ის ეპიზოდი, რომელშიც ჩანს, რომ ზურაბ ქართველაძე გონიერი და წინდახედული ადამიანია.

 

მთხრობლისშეცლა

ეს აქტივობა გულისხმობს ტექსტის ან მისი ეპიზოდის თხრობას რომელიმე პერსონაჟის პოზიციიდან. მაგალითად, როგორ მოჰყვებოდა ქეთოს მოტაცების ამბავს გადია; მიამბე, როგორ მოხვდა ქეთო ნაიბის ოჯახში ნაიბის პირით; მიამბე თავი ”იავნანამ რა ჰქმნა?!” ქეთოს პირით და ა. შ. იმისათვის, რომ ასეთი დავალება შეასრულოს, მოსწავლეს კარგად უნდა ესმოდეს  პერსონაჟის  ხასიათი,  შეარჩიოს  შესაბამისი  მხატვრული საშუალებები, რაც, ცხადია, გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. მანამდე მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ პერსონაჟის ხასიათის თვისებებზე, დაუკვირდნენ მის მეტყველებას, იმას, თუ რა საშუალებებით აღწერს მწერალი გმირის ემოციურ მდგომარეობას.

 

შეფასება

შეფასდება ინტერპრეტაციის, ტექსტის გააზრების უნარი, შემოქმედებითობა.

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობაც კომპლექსურია. მისი ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს ღრმად და საფუძვლიანად აქვთ ტექსტი დამუშავებული კითხვის პროცესში, გამომუშავებული აქვთ პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობაზე, მის ხასიათზე დაკვირვების უნარი, შეუძლიათ იმ მხატვრული საშუალებების ამოცნობა, რომლითაც მწერალი ახერხებს ჩვენამდე სათქმელის მოტანას.

 

 

WordSection3" style="text-align: justify;">

ერთობლივი აღწერა

მას შემდეგ,  რაც მოსწავლეები  შეისწავლიან  მხატვრულ  ტექსტს, რომელშიც არის ბუნების სურათის/ინტერიერის/პერსონაჟის გარეგნობის აღწერა, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ, რომელი სიტყვები სჭარბობს აღწერისას. ამოიცნონ ეს კითხვის დასმით (უფრო ხშირად გამოიყენებენ კითხვას ”როგორი?”). ამ გზით მოსწავლეები აღმოაჩენენ ზედსართავი სახელის ფუნქციას. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  თითო-თითო წინადადებად აღწერის  ელემენტებს  და სთხოვს, გაამდიდრონ ეს წინადადებები სინონიმური ზედსართავი სახელებით. მაგალითად, დადგა შემოდგომა. მოსწავლეები ამბობენ შესაბამის ზედსართავ სახელებს. მაგალითად, დადგა ბარაქიანი, გულუხვი შემოდგომა... ან გათენდა დილა და ახმაურდა სოფელი. გათენდა მშვიდი, თბილი და მზიანი დილა და ახმაურდა გარინდებული სოფელი. მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ

”გამდიდრებულ” წინადადებებს წერს დაფაზე. ასე  იქმნება ერთობლივად აღწერითი ტექსტი.

 

რესურსები

ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს. შესაძლებელია ნახატის -  შემოდგომის პეიზაჟის - გამოყენებაც.

 

შეფასება

შეფასდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი და მისი ადეკვატური გამოყენების უნარი.

 

მეთოდური მითითება

კლასის დონიდან გამომდინარე, შეიძლება დაფაზე წინასწარ ჩამოწეროს მასწავლებელმა ზედსართავი სახელები და ამ ჩამონათვალიდან მოსწავლეებმა აარჩიონ შესაბამისი. იმისათვის, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ერთობლივ აღწერაში მონაწილეობა, მასწავლებელმა უნდა დაიცვას რიგითობა. თუ მასწავლებელი ტექსტის წაკითხვის შემდეგ დაგეგმავს ამ აქტივობას, ის კომპლექსური გახდება, რადგან ერთდროულად ორიენტირებული იქნება როგორც ზეპირმეტყველების, ისე კითხვის უნარის განვითარებაზე.