3. იყენებს კონტრასტულ და მონათესავე ფერებს

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა აბსტრაქტული ნამუშევარი

მოსწავლეები შავი ფლომასტერით ფურცელზე, ხელის აუღებლად ხატავენ კონტურულ მონახაზს (ხაზი მრავალჯერ უნდა გადაიკვეთოს ისე, რომ გადაკვეთის ადგილებზე მიღებული ფორმები არ იყოს ძალიან პატარა ზომის). მიღებული შემოფარგლული ფორმები უნდა გაფერადდეს საპირისპირო (კონტრასტული) და მონათესავე ფერებით. ნახატის მეტი ეფექტურობისთვის, გაფერადებული მონაკვეთების დაშტრიხვა, დაწინწკვლა, რაიმე დეტალებით შევსება  შეიძლება; ხაზები, შესაძლოა, ადგილადგილ გასქელდეს და ა.შ.

 

 რესურსები

3. სახატავი ფურცლები, შავი ფანქარი ან ფლომასტერი. გუაში, პალიტრა, ფუნჯები.

ვიზუალური მასალა: ვასილი კანდინსკი, ხუან მირო, დავით კაკაბაძე.