6. გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით.

6. აქტივობა I

მოსწავლეები აკვირდებიან საკუთარ ხელის მტევანს, ზომავენ, აკვირდებიან პროპორციებს, აკეთებენ ჩანახატებს და ადარებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

შემდეგ შეიძლება შეასრულონ გართულებული ვარიანტი – დახატონ ხელის მტევანი სხვადასხვა მოძრაობაში.

 

რესურსები:

სახატავი რვეული, ფანქარი, საშლელი, ტუში, სანგინი, კალამი და სხვა მასალა.

 

6. აქტივობა II

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ – თვალით ზომავენ მეწყვილის სახის პროპორციებს და ხატავენ ერთმანეთის პორტრეტებს. მასწავლებელი ეხმარება მათ და, საჭიროებისამებრ, აძლევს მითითებებს.

 

რესურსები:

სახატავი რვეული, ფანქარი, საშლელი და სხვა მასალა.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.artyfactory.com/portraits/index.html