4. ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკასა და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად;

4. აქტივობა

მოსწავლეები ათვალიერებენ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, რომელთაც გამორჩეული სტილი, ფერთა გამა და ტექნიკა აქვთ და მსჯელობენ ამ ნამუშევრების დამახასიათებელ ნიშნებზე.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაყონ სახატავი ფურცელი 6 სეგმენტად და თითოეულ სეგმენტში ჩახატონ თითო მხატვრის საყვარელ თემაზე, მის სტილში, მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხერხებითა და ფერებით შექმნილი მცირე ზომის ნამუშევარი.

მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გამოიცნონ, რომელი მხატვრის სტილშია შექმნილი მეგობრის ნამუშევრის თითოეული სეგმენტი.

ამ კონკურსში გამარჯვებული იქნება/იქნებიან ის მოსწავლე/მოსწავლეები, რომელთა ექვსივე ნამუშევრის სტილის “ამოცნობა” შესაძლებელი იქნება.

 

ვიზუალური მასალა:

მხატვრების ნამუშევრები


მოსწავლეების ნამუშევრები:


მოსწავლების ნამუშევრები მხატვრული ტილოების მიხედვით  

რესურსები:

მხატვართა ნამუშევრების ილუსტრაციები; სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, პასტელი, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.