4. გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს.

4. აქტივობა I. წელიწადის დროები

მოსწავლეები ათვალიერებენ ვიზუალურ მასალას და ასრულებენ ნამუშევარს მიღებული შთაბეჭდილების საფუძველზე – ნამუშევრები მკვეთრად უნდა გამოხატავდეს დღე-ღამის ან წელიწადის რომელიმე მონაკვეთს.

 

რესურსი

4.I. სახატავი ფურცელი, გუაში ან პასტელი, ვიზუალური მასალა: ვინსენტ ვან გოგი, პიტერ ბრეიგელი, კამილ პისარო, ნიკოლა პუსენი, პეტერ პაულ რუბენსი...

 

 

4. აქტივობა II. გაზაფხული მოვიდა

მოსწავლეებმა უნდა დახატონ ნახატი, რომელიც ფერთა შეხამებით, განწყობით გაზაფხულს ასახავს. ეს შეიძლება იყოს პეიზაჟი, აყვავებული ხის ტოტი, თოვლიდან ამოსული ყვავილები, ან სულაც აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც გაზაფხულის განწყობას გამოხატავს.

 

შენიშვნა

4. II. ვიზუალური მასალა: კამილ პისაროს “გაზაფხული, ვინსენტ ვან გოგის “ატმის ხე”... ნებისმიერი სახატავი მასალა. 

 

კავშირი სხვა საგნებთან

4.  ბუნ.III.8 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათებაა.


შენიშვნა

4. სასარგებლო რჩევა – ხატვას დაწყებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და სავარჯიშო რვეულში მოკლედ ჩამოწერონ მათ მიერ შესასრულებელი დავალების დეტალები – მაგ. გაზაფხული: მზე, ცისარტყელა, აყვავებული ხეები, მოფრინავენ მერცხლები, თოვლი დნება, ხასხასა მწვანე მინდორი და სხვ. ეს რჩევა ასევე სასარგებლოა ბევრი სხვა შედეგის მისაღწევადაც – მოსწავლეები ეჩვევიან ორგანიზებას, აზრების დალაგებას, სამუშაოს დაგეგმვას.

კავშირი: ს.გ.III.7.-3, ს.გ.III.7.-6, ს.გ.III.8.-4.