4. ფერწერული ნამუშევრის შექმნისას იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებსა და ტექნიკას.

4. აქტივობა I

მოსწავლეები წინასწარ აგროვებენ და კლასში მოიტანენ ფრინველის მოზრდილ ბუმბულებს და გაკვეთილზე მოხატავენ. გააკეთებენ აბსტრაქტულ ნახატს; მოხატავენ ერთი ფერის გრადაციით – ღიიდან მუქამდე, სხვადასხვა ფერის ზოლებით – ფერის ბორბლის ან სხვა ნებისმიერი თანმიმდევრობით; მოხატავენ მხოლოდ თბილი ან მხოლოდ ცივი ფერებით, ან დეკორატიულად – კოპლებით, ორნამენტით და ა.შ.

 

შენიშვნა:

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ მოხატონ წინასწარ შეგროვებული და მოტანილი ბრტყელი ქვები, შეუძლიათ ასევე ქაღალდზე გუაშით იმუშაონ, ოღონდ ფუნჯის ნაცვლად თითები გამოიყენონ.

 

ინტერნეტრესურსი:

ბუმბულზე შესრულებული ნახატები

ქვებზე შესრულებული ნახატები:

http://www.leewismer.com/RockPaintings.html

http://sophie-keburia.blogspot.com/2011/12/painted-rocks.html

 

4. აქტივობა II

ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ნამუშევრებს ასრულებენ ენკაუსტიკის ტექნიკით – გამდნარ ცვილში საღებავის შერევით (სასურველია, ეს აქტივობა განხორციელდეს ზამთრის პერიოდში, როდესაც კლასებში ჩართულია გათბობა). რადიატორზე დგამენ (ამ დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები) რამდენიმე თასს, სადაც დამდნარ ცვილში ან სანთელში შეურევენ სხვადასხვა ფერს – თითო თასში თითო ფერს. მოსწავლეები თასიდან ფუნჯით იღებენ სასურველ ფერს და სწრაფად, გამაგრებამდე, დებენ ზედაპირზე – სქელ ქაღალდზე, მუყაოზე, თხელ ფიცარზე და სხვ.

 

ვიზუალური მასალა:

ენკაუსტიკის ნახატები  

შენიშვნა:

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ პლასტილინის ან ნებისმიერი, მათთვის სასურველი, მასალის გამოყენებით შექმნან ნამუშევრები.

პლასტელინით ნამუშევარი გრამფირფიტაზე

შერეული ტექნიკა  

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, ცვილი ან სანთელი, სხვადასხვა ზომის ფუნჯები, ლითონის თასები (ფერების რაოდენობის მიხედვით); პლასტილინი, ფერადი ქსოვილის ნაჭრები, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

ინტერნეტრესურსი:

http://cdn.dickblick.com/lessonplans/ez-encaustics/ez-encaustics-ez-encaustics.pdf

 

კავშირი: ს.გ.IX.3. ინდიკატორი 2. გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს.