3. ნამუშევრის სიუჟეტისთვის იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას.

3. აქტივობა I

მოსწავლეები ქმნიან ილუსტრაციებს ლიტერატურული ნაწარმოებისთვის.

 

კავშირი: ს.გ.VII.3. ინდიკატორი 2. ხატავს ყოფით სცენებს (აქტივობა);

კავშირი სხვა საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, გეოგრაფია.

 

3. აქტივობა II

მოსწავლეები ქმნიან ისტორიაში ნასწავლი ფაქტების ამსახველ ნამუშევრებს.

 

ვიზუალური მასალა:

ისტორიული ჟანრის ნამუშევრები: ვასილ სურიკოვი – “სუვოროვის გადასვლა ალპებზე”, ნიკოლა პუსენი – “გერმანიკუსის სიკვდილი”; ჟაკ-ლუი დავიდი – “ჰორაციუსების ფიცი”, “მარატის სიკვდილი”; ეჟენ დელაკრუა – “თავისუფლება ბარიკადებზე”; კარლ ბრიულოვი – “პომპეის უკანასკნელი დღე” და სხვ.

 

შენიშვნა (მე-3 ინდიკატორის I და II აქტივობებისთვის):

სასურველია, ნამუშევრის შექმნისას მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ დეტალებზე (მაგალითად, პერსონჟების ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე, სამკაულზე, იარაღზე, ინტერიერის დეტალებზე, ჭურჭელზე, ავეჯზე, ანტურაჟზე და ა.შ.); ასევე, მოსწავლეებმა მათთვის ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების ან ისტორიული ფაქტის ილუსტრაციის ხატვისას უნდა ასახონ გარემო, ლანდშაფტი (დეტალურად), სადაც ვითარდება მოქმედება (თუ სიუჟეტი ამის საშუალებას იძლევა).

 

რესურსები (მე-3 ინდიკატორის I და II აქტივობებისთვის):

სახატავი ფურცლები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, აკვარელი, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 4. გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;

შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 7. სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);

შედეგი ს.გ.VII.3. ინდიკატორი 2. ხატავს ყოფით სცენებს (აქტივობა);

შედეგი ს.გ.VII.12.

 

კავშირი სხვა საგნებთან: ისტორია, გეოგრაფია.

 

3. აქტივობა III

მოსწავლეები ქმნიან ქალაქის პეიზაჟს, პერსპექტივის კანონების გამოყენებით.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაიხსენონ ჯონათან სვიფტის “გულივერის მოგზაურობა” და სთხოვს, განაწილდნენ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფის წევრები წარმოიდგენენ, როგორს დაინახავდა გულივერი ქალაქსა და ქუჩებს ლილიპუტების ქვეყანაში. მეორე ჯგუფის წევრები კი წარმოიდგენენ, როგორს დაინახავდა გულივერი ქუჩებს გოლიათების ქვეყანაში. მოსწავლეებმა მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ პერსპექტივის კანონები, ხედვის წერტილები. შესაძლებელია, მასწავლებელმა დაფაზე მარტივად აჩვენოს ორივე შემთხვევის სქემა.

 

3. აქტივობა IV

მოსწავლეები ეცნობიან მორის ეშერის ნამუშევრებს და თავადაც ქმნიან მსგავს კომპოზიციებს. მაგალითად, თეთრი ან ფერადი ფურცლისგან გამოჭრიან მართკუთხედს, ცალი მხრიდან ამოაჭრიან ნაწილს, ამოჭრილ ნაწილს გააცურებენ და მიაკრავენ საპირისპირო მხარეს. ამ პრინციპით ააწყობენ კომპოზიციას ერთმანეთის მსგავსი გეომეტრიული ფიგურებით და დაფარავენ ფონად შერჩეული ფურცლის ზედაპირს. იგივე პრინციპით შეიძლება შექმნან კომპოზიციები ნებისმიერი სხვა ფორმების გამოყენებით.

 

ნიმუში:

 გეომეტრიული კომპოზიციები

 

ვიზუალური მასალა:

 მოსწავლის ნამუშევარი და მორის ესერის

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გამოსაჭრელად – თეთრი ფურცლები, ფერადი ფურცლები, ფუნჯები, ფლომასტერები, გუაში, მაკრატელი, წებო (ქაღალდის), სხვა მასალა.

 

შენიშვნა:

მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, გაიხსენონ, სად შეხვედრიათ ერთნაირი გეომეტრიული ფიგურებისგან შედგენილი კომპოზიციები [ბუნებრივად არსებული (მზესუმზირის ყვავილის გული, ფუტკრის ფიჭა და ა.შ.), ან ადამიანის ხელით შექმნილი (ქვაფენილი, კედლის მოპირკეთება, კონსტრუქცია და ა.შ.)]

 კომპოზიციები ფიგურებისგან

ასევე, შესაძლებელია მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს მსგავსი კომპოზიციური გადაწყვეტა ინტერიერის დიზაინის ან ნაგებობის მაგალითზე:

 ინტერიერი, დიზაინი, ნაგებობა

 

3. აქტივობა V

მოსწავლეები ეცნობიან ვიქტორ ვაზარელის შემოქმედებას და ქმნიან მარტივ ოპ არტს.

 

ვიზუალური მასალა:

 ვიქტორ ვაზარელის შემოქმედება

 

 

3. აქტივობა VI

მოსწავლეები ეცნობიან ვასილ კანდინსკის ნამუშევრებს. მასწავლებელი შეარჩევს (მუსიკის მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ) და მოასმენინებს მათ მუსიკის გაკვეთილებზე შესწავლილ მუსიკალურ ნაწარმოებს (მაგალითად, http://www.youtube.com/watch?v=pNEMq2HJJzw&feature=relmfu)

შემდეგ მოსწავლეები დახატავენ აბსტრაქციას.

 

შენიშვნა:

სასურველია, გაკვეთილი ჩატარდეს ინტეგრირებულად მუსიკის გაკვეთილთან ან, თუ შესაძლებელია, მუსიკის მასწავლებელმა მიიღოს მონაწილეობა ამ აქტივობისთვის საჭირო მუსიკალური ნაწარმოებების შერჩევასა და შემდეგ მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვაში.

ვიზუალური მასალა:

ვასილ კანდინსკი:

ვასილ კანდინსკი -  

ვასილ კანდინდკი -

 

 

სასარგებლო ინტერნეტრესურსები:

კანდინსკი და მუსიკა:

http://www.youtube.com/watch?v=7d63qohWJ-o&feature=results_video&playnext=1&list=PLD29F165DD8A7F40F

http://www.youtube.com/watch?v=aMiiKLyIR88&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=TMwdV6xpwQk&feature=related

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, აკვარელი, გუაში, სხვადასხვა ზომის ფუნჯები, ფლომასტერები, პასტელი, ფერადი ფანქრები, სხვა მასალა.

 

კავშირი სხვა საგნებთან: მუსიკა – შედეგი მუს.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. ინდიკატორი 1. საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე.