3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას.

3. აქტივობა I. ხედვის წერტილი

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ხედს ფანჯრიდან და დახატონ ორი ესკიზი: ერთი და იგივე ხედი სკამზე მსხდომებმა და ფეხზე მდგომებმა ისე, რომ ჰორიზონტის ხაზი ერთ ესკიზში იყოს მაღლა, ხოლო მეორეში – დაბლა.

 

ვიზუალური მასალა:

მაღალი ჰორიზონტი:

 კონსტებლი - ქუთათელაძე

დაბალი ჰორიზონტი:

კონსტებლი 

ინტერნეტრესურსი:

http://www.john-constable.org/

http://painting.about.com/od/composition/ss/perspective-paintings_2.htm

 

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები.

კატალოგი: “ხიტა ქუთათელაძე”, ტექსტის ავტორი – დავით ანდრიაძე, გამომცემელი: კომპანია “ბლექ სი გრუპ”, საქართველოს სახვითი ხელოვნების ცენტრი “ბლექ სი არტ”, 2011 წ.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 2. პეიზაჟის, ქუჩის, ქალაქის ხედის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს; ს.გ.VII.8. ინდიკატორი 1. საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.).

 

3. აქტივობა II. წონასწორობა, სიმეტრია, ასიმეტრია

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, სასწორის სქემის მეშვეობით დააკვირდნენ სიმეტრიული და ასიმეტრიული წონასწორობის პრინციპებს.

მოსწავლეები ჩაიხატავენ სხვადასხვა სიმძიმის კუბების ადგილმდებარეობის შეცვლით წონასწორობის შენარჩუნების მონაცემებს და ამ პრინციპის დაცვით ხატავენ, სურვილისამებრ, სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ, გაწონასწორებულ კომპოზიციას.

 კომპოზიციები

 

ვიზუალური მასალა:

ვინსენტ ვან გოგი:

ვან გოგი

ხატები

  

ინტერნეტრესურსი:

http://teresabernardart.com/category/good-design-principles/

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.4. ინდიკატორი 5. იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.

  

კავშირი სხვა საგნებთან:

მათემატიკა – შედეგი მათ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად. ინდიკატორი 1. გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს; ინდიკატორი 2. ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას; ინდიკატორი 3. უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას; იყენებს ფიგურის სიმეტრიულობას ფიგურის თვისების დასადგენად.

 

3. აქტივობა III. სტატიკა და დინამიკა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს საგანს სტატიკურ, უძრავ მდგომარეობაში, შემდეგ – იგივე საგანს მოძრაობაში და ეკითხება, როგორ შეიძლება ასახონ საგნის მოძრაობა. მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ აჩვენებს ვიზუალურ მასალაში ჩამოთვლილ ნამუშევრებს და მოსწავლეები საკუთარ იდეებს მხატვრების მიერ გამოყენებულ ხერხებს ადარებენ. შემდეგ ხატავენ ან ძერწავენ რაიმე მარტივ გამოსახულებას (მაგალითად, ფრინველს, რომელიც ზის, ან მიფრინავს, ხეს ქარიან და წყნარ ამინდში და სხვ.) მოძრაობაში.

 

ვიზუალური მასალა:

ეგვიპტური სტატიკური ქანდაკებები; “დელფოსის მეეტლე”, “შუბის მტყორცნელი პოსეიდონი”, მირონის “დისკოს მტყორცნელი” (“დისკობოლი”); სკოპასის “მენადა”, ფუტურისტები – ჯაკომო ბალა, უმბერტო ბოჩონი, ჯინო სევერინი, კარლო კარა; მარსელ დიუშანი (მაგალითად, “კიბეზე ჩამომავალი ნიუ”), ნატალია გონჩაროვა (“ველოსიპედისტი”) და სხვ.

ფარაონი რამზეს I და დელფოსის მეეტლე

სკოპასი  - მენადა და მილე - ქარიშხალი

გონჩაროვა - ველოსიპედისტი და დიუშანი - კიბეზე ჩამომავალი ნიუ

 ფრუდაკისი - თავისუფლება და ბალა  - აბსტრაქტული სიჩქარე +ხმა

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.youtube.com/watch?v=U4GsiEZKtS8

  

შენიშვნა:

მოსწავლეებმა თვალი უნდა გაადევნონ ხელოვნებაში სტატიკისა და დინამიკის მაგალითებს (ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილი ნამუშევრების ჩამონათვალი ერთგვარ დროის ხაზს წარმოადგენს), რაც გაუადვილებთ სახვითი ხელოვნების ამ პრინციპების გააზრებას.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 7. სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი).