3. მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი (ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ მხარეზე.

3. აქტივობა I

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ერთი და იგივე თემაზე სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს. მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ ნამუშევრებს და იმსჯელონ ნამუშევრების გამომსახველობით ხერხებზე, სტილზე, შესრულების მანერაზე. შეთავაზებული ნიმუშების მაგალითზე მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, თუ როგორ ასახვას პოვებს (ამ შემთხვევაში) რელიგიური კონტექსტი ხელოვნების ნიმუშებში.

 

შენიშვნა: აქტივობა სასურველია ჩატარდეს აღდგომის დღესასწაულთან ახლოს.

სურბარანი, ფიროსმანი და კლეე

 

3. აქტივობა II

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს აკადემიური ფერწერისა და იმპრესიონისტული მხატვრობის ნიმუშებს. მოსწავლეები ჯგუფებში იკვლევენ მხატვრული რევოლუციის მიზეზებს და ამზადებენ პრეზენტაციას (მაგალითად, Power Point-ში ან ნებისმიერი სხვა სახით) შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. პირველი ასპექტი: კომპოზიციის აგების პრინციპები – ვენის დიაგრამის გამოყენებით ადარებენ კლასიცისტურ ფრონტალურ, “დადგმულ” სასცენო კადრს და იმპრესიონისტულ, თითქოს შემთხვევით დაჭერილ, მოჭრილ კადრს. მოსწავლეები იკვლევენ კომპოზიციის აგების პრინციპების ცვლილებას ახალი გამოგონების – ფოტოგრაფიის – მხატვრობაზე გავლენასთან კავშირში;
2. მეორე ასპექტი: სახვითი ხერხების ცვლილება – მხატვრებს აღარ სჭირდებათ დანახულის ზედმიწევნითი სიზუსტით ასახვა. მათი ყურადღების ცენტრში მოექცა საკუთარი ხედვის, შთაბეჭდილების გადმოცემა (კვლავ ფოტოგრაფიასთან კავშირი);
3. მესამე ასპექტი: პლენერზე სწრაფი მონასმებით ხატვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც დაკავშირებულია 1800-იანი წლების მნიშვნელოვან სიახლესთან – ზეთის საღებავების ტუბებში გამოშვებასთან;
4. რაკურსი და ხედვის მრავლობითი წერტილი – თანადროული ცხოვრების დინამიზმის ასახვა.

შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს წარუდგენენ ნამუშევრებს, მსჯელობენ და აფასებენ ერთმანეთის პრეზენტაციებს.

ვიზუალური მასალა:

დავიდი, პუსენი,  

ველასკესი და ვან ეიკი

 

რესურსები:

ქეთევან კინწურაშვილი, “ალბომი – XX საუკუნის ხელოვნება”, გამომც. “ფორმა”, 2006.