3. იყენებს მონასმებს, კონტრასტებს, აქცენტებს, დეტალებს, ფაქტურას, შერეულ მასალას ნამუშევარში განწყობილების და იდეების გადმოსაცემად.

3. აქტივობა I

მასწავლებელი უამბობს მოსწავლეებს ხაზის თვისებების შესახებ (იხ. ინფორმაცია მასწავლებლისთვის), აჩვენებს ვიზუალურ მასალაში არსებულ, ასევე მის მიერ მოძიებულ სხვა ილუსტრაციებს. თვალსაჩინოებისთვის შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი:

 ხაზის ტიპები და კონტრასტი

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას, რომ დახატონ კომპოზიციები დიაგონალური, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გამოყენებით და დააკვირდნენ მიღებულ ეფექტებს.

 

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: დიაგონალური ხაზი ვიზუალურად იძლევა სიღრმისა და მოძრაობის განცდას. პერიფერიული მზერა მგრძნობიარეა დიაგონალური მოძრაობის მიმართ და ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ამიტომაა საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები რომბისებური ფორმის (დიაგონალები მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა ყურადღებას იპყრობს).

ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები განაპირობებს სტატიკურ ან სიბრტყობრივ ვიზუალურ ეფექტს.

ცნობილია, რომ ათენის პართენონის არქიტექტურაში არ არის არც ერთი სწორი ხაზი. გაღუნული/მრუდე ხაზები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ საგანი თვალმა სწორხაზოვნად აღიქვას (ენთაზისი). მაგალითად, პართენონის ძირში სამი ტერასაა. ისინი რომ აბსოლუტურად თარაზული იყოს, შორიდან გაღუნულად გამოჩნდებოდა. შუაში ტერასები 2,54 სმ-ით უფრო მაღალია, ვიდრე ნაპირებში.

პართენონის არქიტექტორებმა, იქტინუსმა და კალიკრატესმა, ტაძარი ააგეს შემდეგი წესით: ჰორიზონტალური ხაზები – ქვემოთ, ვერტიკალური – შუაში და დიაგონალური – ზევით, რამაც ტაძარი ერთიან სივრცობრივ დეკორატიულ ორგანიზმად შეკრა.

 

ვიზუალური მასალა:

პართენონი ხაზობრივი კომპოზიციის ნიმუშია. ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს დიაგონალური ხაზები აწონასწორებენ, რაც მეტ დინამიკას სძენს შენობას.

პანთეონის ნახაზი

პანთეონის რეკონსტრუქცია 

ხაზის მიმართულების ეფექტებით ექსპერიმენტებს ბევრი თანამედროვე მხატვარი ატარებდა. მათ შორის, პიტ მონდრიანიც. წარმოდგენილ კომპოზიციებში ცდილობდა, თავიდან აერიდებინა დიაგონალური ხაზის გამოყენება და დიაგონალის ეფექტი სხვა გზით მიეღო. მხოლოდ ჰორიზონტალთა და ვერტიკალთა მონოტონურობა მან ძირითადი ფერების კვადრატების დიაგონალური წყობით დაარღვია.

პიტ მონდრიანის კომპოზიციები:

კომპოზიციები

ხაზის მიმართულების გამოყენების სხვა მაგალითად გამოდგება 1920-1930-იან წლებში გამოშვებული ავტომობილების დიზაინის შედარება 1950-1960-იანი წლების მოდელებთან. გვიანდელი ავტომობილების დიზაინი გამოირჩევა დაბალი ვერტიკალებითა და გაღუნული/მრუდე ხაზების გამოყენებით, რაც მათ მეტ მოქნილობასა და დინამიკურ იერს სძენს. 

ფორდი და იაგუარი

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, ფუნჯები, საშლელი, სხვა მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.IX.2. ინდიკატორი 2. ირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში.