3. ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები);

3. აქტივობა I

მოსწავლეები სკოლის ეზოში აგროვებენ მცენარის ღეროებს, თავთავებს და ატარებენ ექსპერიმენტს: საღებავით ფარავენ შეგროვებულ მასალას და იღებენ ანაბეჭდებს, იყენებენ სხვადასხვა სისქის შტრიხებს და მათი მეშვეობით ქმნიან ნამუშევრებს.

 

ვიზუალური მასალა:

მოსწავლეების ნამუშევრები:

ნამუშევრები

ამ ნამუშევარში გამოყენებულია შეღებილი ხორბლის თავთავის ანაბეჭდები. გარშემო შტრიხები ასევე თავთავის ულვაშებითაა შესრულებული.

 

ინტერნეტრესურსი:

http://sophie-keburia.blogspot.com/2011_05_01_archive.html

  

რესურსები:

მცენარეთა ფოთლები, ღეროები, ბალახები და ა. შ., გუაში, სახატავი ფურცლები, სხვა მასალა.

 

 

3. აქტივობა II

მოსწავლეები ეცნობიან ფუნჯით ბამბუკის ხატვის წესს და მოგრძო, ვერტიკალური ფორმატის ქაღალდზე შავი აკვარელით ან გუაშით ხატავენ ბამბუკის ტოტს. ტოტის “მუხლებიდან” ყლორტები უნდა ამოდიოდეს მონაცვლეობით – ვთქვათ, ქვედა მუხლიდან მარცხნივ, შემდეგი მუხლიდან – მარჯვნივ, ზედა მუხლიდან ისევ მარცხნივ და ა. შ. ნახატის ქვედა, განაპირა არეზე, ზემოდან ქვემოთ, წითელი, ან რაიმე სხვა ფერით აწერენ საკუთარ სახელს, სასურველია, იეროგლიფების ყაიდაზე სტილიზებული ქართული ასოებით.

 

შენიშვნა:

მასწავლებელმა უნდა ურჩიოს მოსწავლეებს, იხმარონ მშრალი ფუნჯი (შეაშრონ საღებავში დასველებული ფუნჯი ხელსაწმენდით); არ დაასველონ ფუნჯი ზედმეტად, რადგან ბამბუკის ტოტსაც და ფოთლებსაც უხდება ფუნჯის ბეწვის კვალი და დარჩენილი ცარიელი, დაუფერავი ადგილები, რაც ნახატს მეტ სიმსუბუქეს ანიჭებს.

 

ვიზუალური მასალა:

 ბამბუკი

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.youtube.com/watch?v=qZjL59LZ-RQ

 

რესურსები:

ფუნჯები, სახატავი ფურცლები, გუაში, ხელსაწმენდი, სხვა მასალა.

 

 

3. აქტივობა III

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ჯერ ზებრის ფოტოს და ვიქტორ ვაზარელის ნამუშევარს – “ზებრა”. ამის შემდეგ უჩვენებს სხვადასხვა ზომის ფუნჯებით ზებრის ზოლებისა და თვითონ ცხოველის დახატვის ხერხს. მოსწავლეები თავადაც შეეცდებიან დახატონ ზებრის სტილიზებული ვარიანტი, ან შექმნან ნამუშევრები ზებრის მოტივებზე.

 

შენიშვნა:

შეიძლება მოსწავლეები კომპიუტერში ინტერაქტიული გაკვეთილის ლინკით ნახატის შესრულების ეტაპებს დააკვირდნენ.

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, პასტელი, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

ვიზუალური მასალა:

ზებრა 

ინტერნეტრესურსი:

როგორ დავხატოთ ზებრა ვიქტორ ვაზარელის სტილში:

როგორ დავხატოთ ზებრა: