2. მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით.

2. აქტივობა I “ცოცხალი სურათები”

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითო ჯგუფს ეძლევა დავალება – მოიძიონ ინფორმაცია ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილი ნაწარმოებების ეპოქის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

ჯგუფები ამზადებენ “ცოცხალ სურათებს” – ინსცენირებას, რომელშიც თავად უნდა განასახიერონ პერსონაჟები და გაითამაშონ დიალოგი, რომელშიც აისახება შესაბამისი ქვეყნისა და დროის სოციალური, ცხოვრებისეული პრობლემები.

 

ვიზუალური მასალა:

მრევლიშვილი და შარდენი

პეროვი და ჯონსონი

  

შენიშვნა:

მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს სხვა ჟანრული ნაწარმოებები, რომლებშიც პერსონაჟთა რაოდენობა გათვლილი იქნება კლასში მოსწავლეთა და თითოეულ ჯგუფში წევრთა რაოდენობაზე. თუმცა, თუ ეს იქნება ხალხმრავალი ჯგუფური კომპოზიცია, აუცილებელი არაა, ჯგუფში ამდენივე წევრი იყოს.