2. იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად და ემოციების გადმოსაცემად.

2. აქტივობა I “ნოტანი”

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ძველი იაპონური ხელოვნების ცნობილ მხატვრულ ხერხს – “ნოტანს”, რომელიც ეყრდნობა შავ-თეთრის, ბნელისა და ნათელის, პოზიტივისა და ნეგატივის (დადებითისა და უარყოფითის) კონტრასტის პრინციპს. ამ ხერხს ხშირად იყენებენ დიზაინის სფეროში. იგივე პრინციპი ედო საფუძვლად ძველ ბერძნულ შავ და წითელფიგურიანი კერამიკის მხატვრობასაც. ნოტანის კლასიკური ნიმუშია ინისა და იანის სიმბოლო.

ნოტანი იყენებს როგორც ბიომორფულ (მაგალითად, მცენარეების, ცხოველების, სხვა ცოცხალი ორგანიზმების გამოსახულების მსგავსი), ასევე გეომეტრიულ ფორმებს. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმეტრია/ასიმეტრია, წონასწორობა.

მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მომზადებული შავი ფერის კვადრატული ან ოთხკუთხა ქაღალდი. შესაძლებელია, შავის ნაცვლად გამოიყენონ ფერადი ფურცლები. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, ფერის ბორბალზე ერთმანეთის საპირისპირო ფერების (წითელი – მწვანე, იისფერი – ყვითელი, ლურჯი – ნარინჯისფერი) გამოყენება. ერთ მხარეს ფანქრით დახატავენ სასურველ ფორმებს, გამოჭრიან და დააწებებენ სარკისებურად – ისე, რომ გამოჭრილი ფორმა “ებმოდეს” ანუ უპირისპირდებოდეს და აგრძელებდეს ღიად დარჩენილ სივრცეს. არ არის საჭირო კუთხეების მოჭრა, ასევე, არ უნდა გადაიყაროს არც ერთი გამოჭრილ ნაკუწი – ყველა საჭიროა. ვიდრე მოსწავლეები ამოჭრილ ნაკუწებს ადგილს მიუჩენენ, საჭიროა ჯერ სუფთა თეთრ ქაღალდზე დაალაგონ და გადაწყვიტონ, სად უნდა დააკრან სასურველი კომპოზიციის მისაღებად.

 

ვიზუალური მასალა:

ინი, იანი და ნოტანი


შენიშვნა:

თუ მოსწავლეებმა მოისურვეს, შეუძლიათ შეასრულონ ნოტანის გასხვავებული ვარიანტი – ფართოწვერიანი მარკერით ან ფუნჯითა და ტუშით/შავი საღებავით. მაგალითად,

 

მოსწავლეების ნამუშევრები:

მოსწავლის ნამუშევრები

ნოტანის ამ მეორე ხერხის გამოყენებისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ფორმების განზოგადებას. მოსახერხებელი იქნება, თუ მოსწავლეებს დაურიგდებათ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, საიდანაც მხოლოდ სილუეტებს აიღებენ, დატოვებენ თეთრად, ფონს კი დაფერავენ შავად. მაგალითად:

შავ-თეთრი ნახატი

შავ-თეთრი ნახატი

შავ-თეთრი გადახატვა


ინტერნეტრესურსი:

ნოტანის ინსტრუქცია და ნიმუშები:

ნოტანის გასხვავებული ვარიანტი – ფართოწვერიანი მარკერით ან ფუნჯითა და ტუშით/შავი საღებავით:

მოსწავლეთა ნამუშევრები:

 

რესურსები:

თეთრი, შავი და ფერადი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, ტუში, სხვადასხვა ზომის ფუნჯები, მაკრატელი, ქაღალდის წებო.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.IX.4. ინდიკატორი 2. მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგალითად, იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას); შედეგი ს.გ.IX.2. ინდიკატორი 1. იყენებს სხვადასხვა კულტურის და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

 

 

2. აქტივობა II

მოსწავლეები წინასწარ ჩაბნელებულ საკლასო ოთახში სხეულით ან ხელებით ქმნიან ჩრდილებს კედელზე, ამსგავსებენ რაიმე საგანს, ცხოველს. შემდეგ ცდილობენ მიღებული გამოსახულების კონტურები გადაიტანონ ქაღალდზე და გააფერადონ, მიამსგავსონ ცხოველსა თუ ნივთს.

 

რესურსები:

პროექტორი ან მაგიდის სანათი; სახატავი ფურცლები, ფლომასტერები, ფანქრები, აკვარელი, გუაში და სხვა მასალა.