2. გამოსახავს სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტისა და ნატურმორტის ხატვის დროს.

2. აქტივობა I

მოსწავლეები ირჩევენ ცნობილ ლიტერატურულ და ისტორიულ გმირებს. იყოფიან ჯგუფებად და ქმნიან მათ პორტრეტებს. გმირის ხასიათიდან გამომდინარე, შეარჩევენ, რა ტექნიკითა და რომელ მხატვრულ სტილში შეასრულებენ ნამუშევარს.

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, საშლელი, ფუნჯები, აკვარელი, სხვა მასალა.

 

2. აქტივობა II

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა არის ნატურმორტი და რომელი ცნობილი მხატვრების ნატურმორტები ახსოვთ. შემდეგ მოსწავლეები ათვალიერებენ რამდენიმე ნატურმორტს (პიტ მონდრიანის, ენდი უორჰოლის, ვან გოგის, ჯორჯია ო’კიფის, აგნეს მარტინის). მასწავლებელი სვამს კითხვას: რა არის მათ შორის საერთო (ყველაზე ასახულია ყვავილები) და რა – განსხვავებული (მონდრიანის ყვავილი ძალიან დეტალიზებული და რეალისტურია; უორჰოლისა – არ არის დეტალიზებული და მჭახე ფერებითაა შესრულებული; ვან გოგი უფრო რბილ ფერებს იყენებს; აგნეს მარტინის ნამუშევარზე ყვავილი არ არის რეალისტურად გადმოცემული; ჯორჯია ო’კიფის ყვავილი ხასხასა ფერისაა და მთელი ტილო უკავია).

შემდეგ მოსწავლეები ხატავენ ნატურმორტს ყვავილებით, თავად ირჩევენ გამომსახველობით ხერეხებს და ნამუშევრის სტილს. ასევე, ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე.

 

შენიშვნა:

ამ აქტივობის მსგავსად მოსწავლეებმა შეიძლება დახატონ ხილის ან სხვა ნატურმორტი.

 

ვიზუალური მასალა:

პიტ მონდრიანი:

პიტ მოდრიანი 

ჯორჯია ო’კიფი:

ჯორჯია ო'კიფი 

ენდი უორჰოლი:

ენდი უორჰოლის ნახატები

 

ვინსენტ ვან გოგი:

ვინსენტ ვან გოგი

 

აგნეს მარტინი:

აგნეს მარტინი

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფერადი პასტელი, საშლელი, ფუნჯები, აკვარელი, გუაში და სხვა მასალა.