სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვა2. ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
2. აქტივობა
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალაში ჩამოთვლილ ნამუშევრებს ან ყოფითი ჟანრის სხვა რეპროდუქციებს, რომლებზეც წარმოდგენილია სხვადასხვა კულტურისთვის იოლად მისაკუთვნებელი ნაწარმოებები. მოსწავლეები ცდილობენ, მიაკუთვნონ ნამუშევრები ამა თუ იმ კულტურას. ასაბუთებენ მოსაზრებებს, ასახელებენ დეტალებს, რის მიხედვითაც მიაკუთვნეს ნამუშევარი ამა თუ იმ კულტურას.
შემდეგ თითოეული მოსწავლე ირჩევს თითო ქვეყანას და ქმნის ნამუშევარს, რომელშიც გამოსახავს არჩეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნაგებობას, პერსონაჟების კოსტიუმებს, აქსესუარებს, ავეჯს, ჭურჭელს და ა. შ.
ვიზუალური მასალა:
ფიროსმანი:
რესურსები:
სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, ფუნჯები, სხვა მასალა.