1. მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე.

1. აქტივობა

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს მაგიდაზე გაშლილ რამდენიმე ნამუშევარს (იხ. ვიზუალური მასალა) და უკითხავს ცალკე ბარათებზე დაწერილ ერთ- ან ორაბზაციან მოკლე ისტორიულ მიმოხილვას (ქვეყანაში მიმდინარე პროცესების აღწერას). შემდეგ სთხოვს დააკავშირონ ტექსტური ბარათი სურათთან. იმართება დისკუსია – მოსწავლეები ასაბუთებენ, სურათის რომელმა დეტალმა მიანიშნა მათ ამა თუ იმ მოვლენასთან კავშირზე.

შემდეგ მასწავლებელი პატარა ყუთში ან რაიმე ჭურჭელში ჩაყრის წინასწარ დამზადებულ ქაღალდის პატარა ბარათებს, რომლებზეც ერთი რომელიმე მხატვრისა და მისი ნაწარმოების სახელი წერია და აურევს. მოსწავლეები სათითაოდ ამოიღებენ ბარათებს და შემდეგი გაკვეთილისთვის საშინაო დავალებად დაწერენ რეფერატს თემაზე – “სურათი – ისტორიული დოკუმენტი”.

 

რესურსები:

ვიზუალურ მასალაში მოცემული ხელოვნების ნიმუშების ილუსტრაციები, ქაღალდი ბარათების დასამზადებლად.

 

ვიზუალური მასალა:

ძველი ეგვიპტე – ნარმერის ფილა;

ეჟენ დელაკრუას “თავისუფლება ბარიკადებზე”;

ანრი რუსოს 1890 წლის ავტოპორტრეტი;

ოგიუსტ როდენის “კალეს მოქალაქეები”;

ალექსანდრე მრევლიშვილის “დაბალი ღობე”;

ფრანსისკო გოიას “1808 წლის 3 მაისი”;

ვერა მუხინას “მუშა და გლეხი”;

პაბლო პიკასოს “გერნიკა”;

დოროთეა ლანგის ფოტო “მიგრანტი დედა”;

ირაკლი თოიძის პლაკატი “დედა-სამშობლო გვიხმობს” და სხვ.

 

ინტერნეტრესურსი:

I და II მსოფლიო ომისდროინდელი პლაკატი

კომუნისტური პროპაგანდისტული პლაკატი

 

კავშირი სხვა საგნებთან: ისტორია