1. კოლორიტის საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას.

1. აქტივობა I “ნატურმორტი”

მოსწავლეები აკვირდებიან ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილ ნატურმორტებს, პასუხს აძლევენ კითხვებზე და მსჯელობენ.

 

კითხვები:

1. რა ფერისაა გამოსახული საგნები?
2. რამდენად ახლოსაა ფერები საგანთა რეალურ ფერებთან?
3. როგორ ფიქრობთ, თითოეულ შემთხვევაში, მხატვარი ცდილობდა საგნები მათი რეალური ფერებით გადმოეცა, თუ რამდენადმე გააძლიერა რეალური საგნის ფერის ჟღერადობა? რატომ (ავტორისეული ინტერპრეტაციის საკითხი)?
4. დააკვირდით, რამდენი და რა ფერებია გამოყენებული თითოეული საგნის შეფერილობის გადმოსაცემად?
5. როგორ იყენებს მხატვარი ძირითად და შედგენილ ფერებს?
6. რა არის მთავარი ამ სურათში?
7. რა ფერისაა წინა, შუა და უკანა ხედები?
8. რომელი ხედია დატვირთული გამოსახულებებით და რომელია ცარიელი (პოზიტიური და ნეგატიური სივრცეები)?
9. რა განსაზღვრავს კომპოზიციის მთლიანობას?
10. რით განსხვავდება ზეთის საღებავის, აკვარელისა და ფერადი ფანქრის შესაძლებლობები?
11. რა ეფექტს აღწევს პოლ სეზანი ჩაბნელებულ ფონზე საგნების განთავსებითა და ბნელისა და ნათელის დაპირისპირებით (კიაროსკუროს ხერხი. მას მიმართავდნენ რემბრანდტი, კარავაჯო, ჟორჟ დე ლა ტური)?

შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის დადგმულ ნატურმორტს სხვადასხვა მასალაში (გუაში, აკვარელი, ფერადი ფანქრები). მუშაობისას ყურადღებას მიაქცევენ ფერებსა და პროპორციებს (საგნების ზომებს). ასევე აკვირდებიან მასალის შესაძლებლობებს, მიღწეულ ეფექტებს.

ბოლოს მოსწავლეები ხელახლა უპასუხებენ მასწავლებლის 1-10 კითხვებს, ოღონდ ამჯერად საკუთარი ნამუშევრებიდან გამომდინარე.

 

ვიზუალური მასალა:

რენუარი და სეზანი 

 სეზანი

გოია და ადამსი მორანდი

 

რესურსები:

ხილი/ბოსტნეული, ჭურჭელი, საგნები ნატურმორტისთვის; უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში, სახატავი ფურცლები, საშლელი.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.IX.4. ინდიკატორი 2. მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგალითად, იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას); ინდიკატორი 3. მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით.

 

 

1. აქტივობა II

მოსწავლეები ეცნობიან ვან გოგის ან სხვა მხატვრების ნამუშევრებს. შემდეგ ფოტოშოფის (Adobe Photoshop) პროგრამაში ცვლიან ნამუშევრების ფაქტურებს. ამის შემდეგ ამავე პროგრამაში ქმნიან საკუთარ ნამუშევრებს, რომლებშიც ფაქტურით ან მონასმებით გადმოსცემენ ემოციებს.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.guidancecom.com/alphabet/new_texture.htm

 

რესურსები:

კომპიუტერები, ფოტოშოფის (Adobe Photoshop) პროგრამა.