1. ხატავს თავის გარემოს – ქალაქს, სოფელს, სატრანსპორტო საშუალებებს (მატარებელს, მანქანას, თვითნფრინავს), ხიდებს, შენობებს, მოედნებს და სხვ.

ტიური აქტივობა  

1. აქტივობა ,,ქუჩაში“

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს შესაბამის ვიზუალურ მასალას, ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, სადაც გამოსახულია სოფლის და ქალაქის ქუჩები. რის შემდეგაც მოსწავლეები ასრულებენ ნამუშევარს მოცემულ თემაზე - სიუჟეტურ სცენას “ქუჩაში” - ეს შეიძლება იყოს როგორც ქალაქის, ისე სოფლის ქუჩა, რომელიც არ უნდა იყოს ცარიელი – ჩახატონ ადამიანები, ძაღლები, ტრანსპორტი და სხვ.

 

რესურსები

1. ნებისმიერი სახატავი მასალა.

ვიზუალური მასალა: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, პიტერ დე ხოოხი, იან ვან ვერმეერი, გუსტავ კაიბოტი, ვან გოგი, ანა მარი რობერტსონ მოზესი.

   

შენიშვნა

1. მასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ნახატის სასურათე სიბრტყეზე განაწილება, ფიგურებისა და საგნების პროპორციები და ახლო და შორეული პლანების ფერით და ზომით განსხვავება.