1. ირჩევს ტრადიციული ხელსაქმის რომელიმე სახეობას და ქმნის ნიმუშებს (ფარდაგი, თექა, გობელენი, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე ჭრა, მეთუნეობა და სხვ.).

1. აქტივობა “ნაძვის ხე”

მოსწავლეებს მოაქვთ სახლიდან ძველი, უსარგებლო ქსოვილის სხვადასხვა ზომის ნაჭრები. ჭრიან მუყაოსგან თარგებს – ოთხ სხვადასხვა ზომის ვარსკვლავს. თარგით ჭრიან ქსოვილიდან ორ, ერთსა და იმავე ზომის, ვარსკვლავს. უკუღმა პირით გადააკერებენ ვარსკვლავებს ისე, რომ ერთი ქიმი გაუკერავი დარჩეს. ამოაბრუნებენ, დატენიან ბამბით და გაკერავენ დარჩენილ ქიმს. ამ წესით შეკერავენ ოთხ სხვადასხვა ზომის, ვარსკვლავის ფორმის მოცულობით ბალიშს. შემდეგ სართულებად დადებენ და მიაკერებენ. ბოლოს იჭრება ზედა, ყველაზე პატარა ვარსკვლავის დიამეტრის შესაბამისი კონუსის შესაკერი სამკუთხედი. მას გაკერავენ კონუსის ფორმით, დატენიან ბამბით და “დააგვირგვინებენ” ნაძვის ხეს. ბოლოს შეუძლიათ მორთონ ქიმები მძივებით ან მაქმანით.

 ნაძვის ხე

  

რესურსები:

ფერადი ქსოვილის ნაჭრები, მაკრატელი, მუყაო, ბამბა, ნემსი, ძაფი, ფერადი მძივები, მაქმანები, ლენტები, სხვა მასალა.