1. იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის საღებავებს ფეწერული და გრაფიკული ნამუშევრების შესაქმნელად.

ტიპური აქტივობა 

1. აქტივობა -­ ნახატი ზამთარი”, ტექნიკა  საღებავები + მარილი (აუცილებელი პირობა თოვლის დახატვაა). მოსწავლეები ფანქრით ასრულებენ ნახატს (ესკიზს) - შეიძლება იყოს სიუჟეტური კომპოზიცია ან მხოლოდ პეიზაჟი და აფერადებენ საღებავებით. თოვლი დაიხატება თეთრი და ცისფერი (თეთრის და ცოტა ლურჯი საღებავის ნაზავი) ტონებით. თოვლიან ადგილებს მოსწავლეები გადაუსვამენ წებოს ძალიან თხელ ფენას და მოაყრიან მარილს. როდესაც ნახატი გაშრება, მარილი აბრჭყვიალდება.

 

რესურსები

1. სახატავი ფურცელი, ფანქარი, გუაში, პალიტრა, წებო (თეთრი ემულსია), სუფრის მარილი.

  

შენიშვნა

1. მოსწავლე უნდა გაეცნოს სხვადასხვა მასალის დანიშნულებას და სპეციფიკას, ისწავლოს საღებავების ხმარების ტექნოლოგია და მათი მოვლა: საღებავები შეაზავოს პლასტმასის პალიტრაზე ან ცალკე ფურცელზე და არა საღაბავის ქილებში; ფერიდან ფერზე გადასვლისას, არ ჩააწოს გაურეცხავი

ფუნჯი საღებავში - ფუნჯი გარეცხოს წყლიან ქილაში; სამუშაოს დამთავრების მერე არ დატოვოს საღებავი თავდაუხურავი, პალიტრა და ფუნჯი კი გაურეცხავი და არ ჩაალაგოს ფუნჯები ქილაში თავდაყირა. მოსწავლემ უნდა ისწავლოს, რა მასალით ისარგებლოს, რა რასთან ერთად შეიძლება იხმაროს ამა თუ იმ შემთხვევაში.