1. აკვირდება და ნამუშევარში ასახავს, როგორ იცვლება საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით.

1. აქტივობა “არქიტექტურული პეიზაჟი”

ამ აქტივობისას მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან სახვითი ხელოვნების ელემენტების – ხაზის, ფორმის, ფაქტურისა და ფერის გამოყენებას. ასევე, გაიაზრებენ არქიტექტურული ელემენტებისა და არქიტექტურული ნაგებობის კავშირს გარემოსთან. მოსწავლეები დახატავენ ძველ რომაულ ტაძარს ხაზობრივი და სივრცითი პერსპექტივის გამოყენებით.

მასწავლებელი შეარჩევს და გააცნობს მოსწავლეებს რომელიმე არქიტექტურულ პეიზაჟს. სთხოვს, გაიხსენონ, რა არის ხაზი, ფორმა, სივრცე, ფერი და ფაქტურა. უამბობს ავტორის მოკლე ბიოგრაფიას და სურათის შექმნის ისტორიას. შემდეგ დაუსვამს კითხვებს:

ა) დააკვირდით ნახატს, რა და რით იპყრობს ყველაზე მეტად თქვენს ყურადღებას?

ბ) რა დანიშნულების არქიტექტურულ ნაგებობას ხედავთ ნახატზე?

გ) რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ არქიტექტურული ნაგებობა.

დ) რა ფერისაა ნაგებობა, აღწერეთ მისი კედლები (რა მასალაა გამოყენებული – ხე, ქვა...) და როგორია ნაგებობის საერთო მდგომარეობა?

ვ) რაზე გადადის თქვენი მზერა ძირითადი ნაგებობის შემდეგ – რა იქცევს ყურადღებას? რითი? და ა. შ. (მასწავლებლის მოსაზრებისამებრ).

აღწერისთვის მოსწავლეებს დასჭირდებათ არქიტექტურული ელემენტების სახელწოდებების, შესაბამისი ტერმინოლოგიის ცოდნა. მასწავლებელმა უნდა ავარჯიშოს მოსწავლეები შემდეგი ტერმინების გამოყენებაში: პრონაოსი, კაპიტელი, კოლონა (სვეტი), ანტაბლემენტი, არქიტრავი, ფრიზი, ფრონტონი, კარნიზი, ორდერული სისტემა (დორიული, იონიური, კორინთული), მეტოპი, ტრიგლიფი, გუმბათი, თაღი (იხ. ტერმინთა განმარტებები).

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს შესავსებად ურიგებს სამუშაო ფურცლებს: მოსწავლის სამუშაო ფურცელი – “არქიტექტურული ელემენტების იდენტიფიცირება” (იხ. ნიმუში I ვიზუალურ მასალაში). მათ თითოეულ ელემენტს უნდა მიაწერონ სახელწოდება, როგორც მასწავლებლისთვის განკუთვნილ შევსებულ ნიმუშშია (ნიმუში II) ნაჩვენები (იხ. ვიზუალურ მასალა და შენიშვნა).

შემდეგ განუმარტავს, როგორ უნდა შესრულდეს ნამუშევარი ორი თავშეყრის წერტილითა და პერსპექტივის გამოყენებით.

 

შენიშვნა:

ამ აქტივობის მიხედვით შეიძლება ჩატარდეს გაკვეთილი მასწავლებლის მიერ შერჩეული ნებისმიერი სხვა არქიტექტურული პეიზაჟის გამოყენებით.

  

ვიზუალური მასალა:

ნიმუში I

კლოდ ლორენი 1 

 

ნიმუში II

 კლოდ ლორენი

 

ინტერნეტრესურსი:

http:/www.getty.edu/education/teachers/classroom_resources/tips_tools/downloads/aa_two-point_perspective.pdf

http://www.oceansbridge.com/paintings/museums/new-hermitage/Peeters_Jan-ZZZ-Architectural_Landscape.jpg

http://mydailyartdisplay.wordpress.com/2011/03/14/landscape-with-aeneas-at-delos-by-claude-lorrain/

  

ჰუბერ რობერის (1733-1808 წწ.) “პეიზაჟი ტაძრით” (განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მასზე გამოსახული ნაგებობები სინამდვილეში სხვადასხვა ადგილას მდებარეობს და ასეთი პეიზაჟი მხოლოდ მხატვრის წარმოსახვის ნაყოფია; შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს დაათვალიერებინოს აქ ასახული რომელიმე (ან რამდენიმე) არქიტექტურული შედევრის თანამედროვე ფოტო, შესთავაზოს, დააკვირდნენ, მოჩანს თუ არა დანარჩენი ნაგებობები მასზე და შეადარებინოს):

http://www.chrysler.org/ajax/load-artwork/74

 

ჯოვანი პაოლო პანინის (1691-1765) “რომაული ნანგრევები” (გამოსახულია პანთეონი, ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძარი, მარკუს ავრელიუსის ქანდაკება, ტრაიანეს სვეტი, ფორტუნა ვირილისის ტაძარი, ტივოლის ვესტას ტაძარი):

http://elogedelart.canalblog.com/archives/2011/04/18/20926754.html

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, საშლელი, ფუნჯები, აკვარელი, სხვა მასალა.

 

კავშირი: სცენარი 4. თემა “კაპიტელი”