1. ადარებს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორიტის მიხედვით.

1. აქტივობა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზას” თემაზე თანამედროვე ინტერპრეტაციებს – მარსელ დიუშანის, ჟან-მიშელ ბასკიას და სხვ. მოსწავლეები ახარისხებენ ილუსტრაციებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

1. წარსულის ღირებულებების ნგრევა და გადაფასება;
2. თანამედროვე მხატვრული ხერხების ძველი ხერხებისგან განსხვავების დემონსტრირება;
3. საკუთარი მხატვრული ხერხების დემონსტრირება;
4. თანამედროვე ქალებისადმი მორალისტური მოწოდების “გახმოვანება”;
5. მხატვრის თანადროულ ეპოქასთან, ქვეყანასა და გარემოსთან მონა ლიზას შესაბამება-ადაპტირება;
6. უბრალოდ იუმორი.

შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დახატონ მონა ლიზა განსხვავებული ხერხებით – ვინსენტ ვან გოგის (სწრაფი მონასმებით), პოლ გოგენის (ტაიტის პეიზაჟის ფონზე), ანრი მატისის (სხვადასხვა ჭრელი ქსოვილის ფონზე), გუსტავ კლიმტის (მისთვის სახასიათო დეტალებით), ფრიდა კალოს (გადაბმული წარბებითა და მექსიკური ტანსაცმლით), ანრი რუსოს (გიგანტური ფოთლების გარემოცვაში), ამადეო მოდილიანის (წაგრძელებული პროპორციებით), სალვადორ დალის (ფონზე დამდნარი საათით), ენდი უორჰოლის, ყაჯარული პორტრეტების ან იაპონური გრავიურებისა და სხვათა სახასიათო სტილში.

თითოეული მოსწავლის გადაწყვეტილება საიდუმლოდ რჩება. ნახატის დასრულების შემდეგ იმართება სახელდახელო გამოფენა. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რომელი მხატვრის სტილშია შესრულებული ცალკეული ნახატი. ისაუბრონ, როგორ გადმოსცა მეგობარმა ამა თუ იმ მხატვრის სტილისტური ნიშნები, რას დაამატებდნენ თავად და ა. შ.

  

ვიზუალური მასალა:

და ვინჩისა და დიუშანის  

 ბასკიას

  

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, აკვარელი, გუაში, ფუნჯები, სხვა მასალა.