1. ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა I. "ლიტერატურული ნაწარმოები და ილუსტრაცია". 

მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს იმ ნაწარმოებებიდან, რომლებსაც სწავლობენ ქართულ ლიტერატურაში. ამის შემდეგ აჩვენებენ ერთმანეთს მოპოვებულ მასალას, ცდილობენ ამოიცნონ მეგობრის ილუსტრაციებში ლიტერატურული ნაწარმოები და მსჯელობენ მხატვრის მიერ შემოთავაზებული (ან შერჩეული) გაფორმების შესახებ. მოაწყობენ დისკუსიას მხატვრის მიერ გასაფორმებლად შერჩეულ ფრაგმენტებზე, ისაუბრებენ იმაზეც, თუ რომელ ეპიზოდს დაასურათებდნენ თავად, როგორი წარმოუდგენიათ ესა თუ ის პერსონაჟი და შეესაბამება თუ არა მათ წარმოდგენას აღნიშნული ილუსტრაცია. კავშირი: ..IV. 6. და ..IV. 7.

 

რესურსები

1.I. ვიზუალური მასალა: “წითელქუდას”, “კონკიას”, “ჩექმებიანი კატას” სხვადასხვა ავტორის ილუსტრაციები, ალექსანდრე ბანძელაძის “მაუგლი”, “არსენა”; ელენე ახვლედიანის “ტომ სოიერი”, ლადო გუდიაშვილის “სიბრძნე სიცრუისა”; “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები,

 

 

1. აქტივობა II. "ილუსტრაცია" 

მოსწავლეები ამოირჩევენ ქართულ ლიტერატურაში განვლილი მასალიდან რომელიმე მოკლე ლიტერატურულ ნაწარმოებს და დაასურათებენ მას.

 

კავშირი სხვა საგნებთან

1. ქართ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.