აბდაუბდა

რესურსები

ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ყოველგვარი პაუზის გარეშე ამბობს ფრაზებს. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რა თქვა მასწავლებელმა და გაიმეორონ მისი ნათქვამი შესაბამისი პასუზებითა და ინტონაციით. შემდეგ მასწავლებელი ამბობს იმავე ფრაზებს გამართულად. მოსწავლეებიდან გამარჯვებული იქნება ის, ვინც ზუსტად ამოიცნო მასწავლებლის ”აბდაუბდა”.

 

შეფასება

ძირითადად, შეფასდება მეტყველებისას სიტყვების ერთმანეთისგან პაუზით გამოყოფის უნარი, საკავშირებელი სიტყვების ადეკვატურად გამოყენება და წინადადების დასრულება პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელმა ამ შემთხვვაშიც უნდა დაიცვას პრინციპი მარტივიდან რთულისაკენ. ჯერ ამ ხერხით მიაწოდოს მოსწავლეებს ერთი წინადადება, შემდეგ – ორი და ასე გაზარდოს რაოდენობა 4-5 წინადადებამდე.