8. აქცევს შეცდომას ნამუშევრის ელემენტად

შენიშვნა:

მოსწავლეები გუაშის ან აკვარელის საღებავებით ხატვისას ხშირად ალაქავებენ ფურცელს და ჰგონიათ, რომ “დაეჯღაბნათ”, რის გამოც ნამუშევარს აღარ აგრძელებენ და ფურცლებს ყრიან. ამ შემთხვევაში მასწავლებელი უნდა დაეხმაროს, შემოქმედებითად მიუდგნენ პრობლემას და შეეცადონ, “შეცდომა” ნამუშევრის ელემენტად გამოიყენონ. შეიძლება დავალების შესრულება სხვა ფურცელზე გააგრძელონ, ხოლო დაზიანებული ფურცელი თავისუფალი თემისთვის შეინახონ. მაგალითად, დალაქავებული ფურცელი მთლიანად დაფარონ ფერადი ლაქებით და სამომავლოდ გამოიყენონ კოლაჟისთვის, ან ლაქა მიამსგავსონ რამეს, მიუხატონ შესაბამისი დეტალები და სხვ.

 

ვიზუალური მასალა:

მოსწავლეების ნამუშევრები:

 მოსწავლეების ნამუშევრები

  

ჰელენ ფრანკენტალერი, 1928-2011 წწ.

 

 

პაბლო პიკასო: