6. ხატავს და ამზადებს თეატრალური კოსტიუმისა და დეკორაციის დეტალებს (ქუდი, ნიღაბი, ფარდა, თაიგული).

6. აქტივობა

მოსწავლეები ამზადებენ მუყაოს დაბალ ცილინდრს, ზედ სხვადასხვა მასალას ამაგრებენ და აკეთებენ სახალისო პარიკს.

 სახალისო პარიკი

 

შენიშვნა:

შესაძლოა, მოსწავლეებმა გაიხსენონ მათ მიერვე შესრულებული რომელიმე მრავალფიგურიანი კომპოზიცია, რომელიც მათთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტს, მითოლოგიურ, ლიტერატურულ გმირს ეხებოდა, გადაათვალიერონ თავიანთი ნამუშევრები (პორტფოლიო), აირჩიონ რომელიმე და განასახიერონ ჯგუფებში ან ერთობლივად. ამ მცირე დადგმისთვის შექმნან კოსტიუმები, პარიკები და დეკორაციები. სცენების განსახიერებისას შეიძლება იმსჯელონ კომპოზიციური განაწილების ხერხებზე, ხედვის წერტილზე, სიმეტრიაზე და ა. შ.

 

რესურსები:

მუყაო, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, სტეპლერი, წებო, ფანქრები, გუაში, ფუნჯები და სხვა ნებისმიერი მასალა.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.4. ინდიკატორი 3. იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის (აქტივობა I – ილუსტრაციები ლიტერატურული ნაწარმოებისთვის და აქტივობა II – ისტორიაში ნასწავლი ფაქტების ამსახველი ნამუშევრები).