5. სხვადასხვაგვარი (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დიაგონალური) მონასმებით ქმნის დიდი ზომის ნამუშევრებს.

5. აქტივობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ორი ტიპის მუსიკას – დინამიკურს (მაგალითად, რევაზ ლაღიძის “რონდო-ტოკატა”) და მშვიდს (მაგალითად, ვაჟა აზარაშვილის “ნოქტიურნი კამერული ორკესტრისთვის”). ასევე სასარგებლო ინტერნეტრესურსში შემოთავაზებულ, ან სხვა მის მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს) და სთხოვს, რომ მონასმების (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დიაგონალური, წერტილოვანი, მსხვილი, წვრილი და სხვ.) მეშვეობით გადმოსცენ მელოდიის ხასიათი, შესაბამისი განწყობა.

 

შენიშვნა:

ამ აქტივობაში ყურადღება ექცევა მონასმების ხასიათს; მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მათი მეშვეობით დაფარონ (აითვისონ) მთელი ფორმატი (დიდი ზომის A3, A2), მაგრამ არა გაუაზრებლად. სასურველია ნამუშევარს ჰქონდეს სიუჟეტი და არ იყოს მხოლოდ მონასმებით შესრულებული.


ინტერნეტრესურსი:

რევაზ ლაღიძის “რონდო-ტოკატა” (დინამიკური)

ვაჟა აზარაშვილის “ნოქტიურნი კამერული ორკესტრისთვის” (მშვიდი)

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “თურქული მარში”, საფორტეპიანო სონატიდან N11, III ნაწილი (დინამიკური)

ფრედერიკ შოპენი – ნოქტურნი, თხზ. 9, N2, მი მაჟორი (მშვიდი)

 

 

რესურსები:

დიდი ზომის სახატავი ფურცლები (A3, A2), გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა, მოსასმენი აპარატურა, აუდიომასალა.

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.4. ინდიკატორი 2. ხატავს გრძნობებით აღძრულ ასოციაციებსა და შთაბეჭდილებებს.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

მუსიკა – შედეგი მუს.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება. ინდიკატორი 1. საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე.