5. აღადგენს სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნებს

მოსწავლეები მოინახულებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქ. თბილისში (იხ. ინტერნეტრესურსი) და გაეცნობიან უძველეს ხელნაწერებს, მათი აღდგენის მეთოდებს, წიგნების აკინძვის წესებს და სხვ.

გაკვეთილზე დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფის წევრები ბიბლიოთეკაში მოიძიებენ წიგნებს დაზიანებული ყდით, გაუკეთებენ ყდას აპლიკაციის ან სხვადასხვა მასალის კოლაჟის გამოყენებით (სასურველია, წიგნის შინაარსის გათვალიწინებით).

შემდეგ კლასში მოაწყობენ გამოფენას, განიხილავენ თითოეული ჯგუფის ნამუშევარს და გამოავლენენ საუკეთესოს.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.manuscript.ge/

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფერადი ფურცლები, მუყაო, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, აკვარელი, მაკრატელი, საოფისე დანა, ქაღალდის, წებო ПВА (პვა) სხვა მასალა.

 

კავშირი:

შედეგი ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.