4. გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს.

4. აქტივობა

ვიზუალურ მასალაში ჩამოთვლილი ნამუშევრების დათვალიერებისას მოსწავლეები მსჯელობენ კომპოზიციური განაწილების პრინციპებზე: როგორ არის მიღწეული წონასწორობა სასურათე სიბრტყეზე, რა მხატვრულ ხერხებს მიმართავს ავტორი სივრცის გადმოსაცემად, იყენებს თუ არა განათებას ნამუშევრის შინაარსობრივი ღერძის გამოსაკვეთად, რიტმულია თუ არა კომპოზიცია, და ა. შ. შესაძლოა, მასწავლებელმა შესთავაზოს მათ, დახატონ საკუთარი კლასელები რაიმე საერთო აქტივობის დროს, ან რომელიმე დღესასწაულის, ქორწილის ან ნათლობის სცენა. მოსწავლეები მეტი ხალისით მიუდგებიან სამუშაოს, თუ მას საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირებენ.

 

ვიზუალური მასალა:

 ღამის გუშაგიდა ჰორაციუსის ფიცი

ქორწილი გალილეის კანაში


რესურსები:

სახატავი ფურცლები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, სხვა ნებისმიერი სახატავი მასალა.

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.1. ინდიკატორი 3. ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს: მაგალითად, ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას (აქტივობები I, II, III); შედეგი ს.გ.VII.3. ინდიკატორი 2. ხატავს ყოფით სცენებს (აქტივობა); შედეგი ს.გ.VII.4. ინდიკატორი 4. მარტივად გამოსახავს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის გადმოსაცემად (აქტივობა I); შედეგი ს.გ.VII.7.