4. აკეთებს საკლასო ოთახის ინტერიერის ესკიზს

მასწავლებელი წინასწარ ეცნობა სასარგებლო ინტერნეტრესურსებში მითითებულ ინტერაქტიურ პროგრამას – Classroom Architect (არქიკადის მარტივი ვარიანტი).

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რა არის გეგმა (მათ უნდა წარმოიდგინონ, როგორი იქნება ოთახი, ზემოდან რომ დახედონ; სავარაუდოდ, ამის შესახებ წარმოდგენა უკვე აქვთ).

შემდეგ, როდესაც მოსწავლეები საკუთარი გემოვნებით იწყებენ საკლასო ოთახის მოწყობას, აცნობს ამ პროგრამაში მუშაობის პრინციპს (მათ შეუძლიათ აითვისონ და სახლში ითამაშონ ამ პროგრამით).

მოგვიანებით სთავაზობს, დახატონ კლასის გეგმა ამ პროგრამის გამოყენებით და განალაგონ ავეჯი ისე, რომ მათთვის საკლასო ოთახი უფრო მყუდრო და სწავლისთვის მოხერხებული გახდეს. საუკეთესო ვარიანტის მიხედვით ავეჯი მართლაც შეიძლება გადაადგილდეს.

 

ინტერნეტრესურსი:

ინტერაქტიული თამაში – Classroom Architect, სადაც მოსწავლე საკუთარი გემოვნებით “აწყობს” საკლასო ოთახს (არქიკადის პროგრამის მარტივი ვარიანტი): http://classroom.4teachers.org/

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VII.3. ინდიკატორი 3. ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით ოთახის ინტერიერს (საკუთარი ოთახის, საკლასო ოთახის და სხვ.) – აქტივობა “3D ოთახი”.