3. ხატავს ნატურიდან და მეხსიერებით ოთახის ინტერიერს (საკუთარი ოთახის, საკლასო ოთახის და სხვა).

3. აქტივობა “3-D ოთახი”

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს თაბახის ფურცლებს (თითოეულს – სამს) და სთხოვს მათ წარმოიდგინონ, რომ ერთი არის ოთახის (მათი, საკლასო ან მათთვის სასურველი ნებისმიერი ოთახის) იატაკი, დანარჩენი ორი – კედლები. მოსწავლეები მოხატავენ სამივე თაბახის ფურცელს (იატაკზე დახატავენ ხალიჩას, საშინაო ფეხსაცმელს და ა. შ., კედლებზე გამოჭრიან ფანჯრებს, კარს, დახატავენ ავეჯს და ასე “ააწყობენ” ოთახის ინტერიერს).

შემდეგ მოხატულ თაბახებს ერთმანეთზე სტეპლერით ისე მიამაგრებენ, რომ გამოვიდეს იატაკისა და ორი კედლის იმიტაცია-მაკეტი.

 იმიტაცია" src="http://ncp.ge/files/subjects/estetikuri%20agzrda/saxviti%20da%20gamoyenebiti%20xelovneba/sabazo/images/kedlisa%20da%20iatakis%20imitacia.png" alt="კედლისა და იატაკის იმიტაცია" />

ილუსტრაციაზე ასახულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ნამუშევარი, მაკეტის აწყობის პრინციპის სადემონსტრაციოდ

 

რესურსები:

თაბახის ფურცლები, სტეპლერი, ფუნჯები, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საშლელი, გუაში, აკვარელი, სხვა მასალა.

 

ვიზუალური მასალა:

ვან გოგის “ვინსენტის საწოლი ოთახი არლში”, “ღამის კაფე ბილიარდის მაგიდით”; იან ვერმეერის “მუსიკის გაკვეთილი”, “გეოგრაფი”.