3. იკვლევს შემოქმედთა წარმატების/წარუმატებლობის მიზეზებს.

3. აქტივობა

მოსწავლეები გონებრივი იერიშით ჩამოწერენ მათთვის ნაცნობ ხელოვანებს. შემდეგ, სიცოცხლეშივე აღიარებულებს ცალკე დააჯგუფებენ, გარდაცვალების შემდეგ აღიარებულებს – ცალკე.

კლასი ორ ჯგუფად იყოფა. თითოეულ ჯგუფს ევალება, გამოიკვლიოს ხელოვანის აღიარებისა და ჩრდილში ყოფნის მიზეზები. ჯგუფი შეაჯერებს მიზეზებს და დაახარისხებს მათ ფაქტორების მიხედვით (პირადი, პოლიტიკური, კონიუნქტურა, მატერიალური მდგომარეობა, სამყაროს ახლებური ხედვა, არსებული წესების, წარმოდგენების წინააღმდეგ გალაშქრება და სხვა).