3. იყენებს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს (შუქ-ჩრდილი, ფერი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი) ნამუშევარში ბუნების მოვლენების გადმოსაცემად.

3. აქტივობა

მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს 2 ნამუშევრის შესრულების აღწერილობას და სთხოვს, თვითონ დაასრულონ ნახატი.

ნახატი 1:

1. დახატეთ ბურთი;

2. წარმოიდგინეთ, რომ მზე ზედა მარცხენა მხრიდან ანათებს;

3. ბურთის მარჯვენა მხარეს ჩრდილი გამოსახეთ;

4. იგივე ჩრდილი მიწაზეც გადაიტანეთ.

 

ნახატი 2:

1. დახატეთ ყუთი;

2. წარმოიდგინეთ, რომ მზე ზედა მარჯვენა მხრიდან ანათებს;

3. ყუთს მარცხენა მხრიდან ჩრდილი გაუკეთეთ;

4. ჩრდილი მიწაზეც გადაიტანეთ;

5. ყუთი სახლად გადააკეთეთ;

6. სახლის გამუქებულ მხარეს ჩრდილი დაუმატეთ;

7. სახლს ეზო მიუხატეთ ნებისმიერ მხარეს.

8. ეზოში ბურთი ან ხე დახატეთ. რომელ მხარეს უნდა იყოს ჩრდილი?

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, უბრალო ფანქრები, საშლელი.